Article
Permanent URI for this collection
Browse
Browsing Article by Issue Date
Now showing 1 - 13 of 13
Results Per Page
Sort Options
Item გარიგების ფორმის იძულება, როგორც ფორმის თავისუფლების შეზღუდვა(მერიდიანი, 2018) ამირანაშვილი, გიორგიმონოგრაფია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის გამოცემაა, რომელიც გარიგების ფორმას ეძღვნება. წიგნი ეფუძნება სადისერტაციო ნაშრომს _ „გარიგების ფორმის იძულება, როგორც ფორმის თავისუფლების შეზღუდვა“. პუბლიკაცია განკუთვნილია როგორც მეცნიერების, მოსამართლეებისა და პრაქტიკოსი იურისტებისათვის, ისე კერძო სამართლით დაინტერესებულ პირთა ფართო წრისათვის. The monograph is an edition of the Contemporary Private Law Institute at the Faculty of Law of Ivane Javakhishvili Tbilisi State University. The book deals with the issue of form of transaction and is based on the doctoral dissertation: “Compulsion to Form of Transaction as a Limitation of Freedom of Form”. The publication is addressed to scientists, judges and legal practitioners, as well as to wider audience interested in private law.Item გარემოს დაცვის სამართალი(ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018) ყალიჩავა, კობაავტორის წინათქმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებამ, საქართველოში გარემოსდაცვის პოლიტიკისა და სამართლის მიმართ სამეცნიერო ინტერესი გაზარდა. ამ სფეროს განვითარებამ რამდენიმე ძირითადი ეტაპიგანვლო. დამოუკიდებლობიდან „ვარდების რევოლუციამდე“ პერიოდში გარემოს დაცვის კა ნონმდებლობა ქაოტურად და მექანი კურად შეიქმნა. ეს იყო ელსტერისეული ე.წ. „ერთდროულობის დილემის“ სახელით ცნობილი ეტაპი, როცა ქვეყანა ყველა მიმართულებით ატარებ და რეფორმას – თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის, პოლიტიკური რეჟიმის ტრანსფორმაციისა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის შექმნის მიმართულებით. მართალია მაშინ გარემოს დაცვის სფეროში უცხოური გამოცდილების საფუძველზე ბევრი საბაზისო კანონმდებლობა შეიქმნა, თუმცა შინაარსობრივად ის აცდენილი იყო მაშინდელ სოციალურ-ეკონომიკურ რეალობას და შესაბამი სად მას ცხოვრებაში არც უმუშავია. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ბიზნესის კეთების რეიტინგების პრიორიტეტულობა გახდა ახალი კანონმდებლობის შექმნის იდეოლოგიური საფუძველი. ამიტომ, პირველ რიგში, გაუქმდა 90-იან წლებში შექმნი ლინორმების დიდი უმრავლე სობა, რომელიც ფორმალურად (ანუ წიგნებში და არა მოქმე დე ბაში) ევროპულ ღირებულებებზე იყო ორიენტირებული. მაშინ დერეგულირების პოლიტიკა არაფერს ისე მკაცრად არ შეხებია, როგორც ეს გარე მოს დაცვის შემთხვევაში მოხდა. ეს იყო მეორე უკიდურესობა, როცა მაშინ დელმა სოციალურ-ეკონომიკურმა სინამდვილემ განა- პირობა უკვე შინაარსობრივად არას წორი კანონმდებლობის გაჩენა. ევროკავშირთან ასოცირებით ნაკისრი ვალდებულებები ერთდროულად გარდამტეხი და დამაბნეველი ფაქტორი აღმოჩნდა. საქმე ის იყო, რომ დე- რეგულირების პოლიტიკი სა და ე.წ. „ველური ლიბერალიზმის“ შემდეგ, აბსოლუტურად რეგულაციური პოლიტიკისკენ აღებულმა კურსმა დაბა- და ლეგიტიმური კითხვა-რამდენად შეიძლება ამ სფეროში ერთდროულად კიდევ ერთი „ახალი სამართლის“, აწ უკ ვე „ას ოცირებული სამართ- ლის“ შექ მნა? ნაშრომის ერთი ნაწილი სწორედ ამ საკმაოდ საკამათო საკითხის გარკვევას ეხება. მეორე ნაწილში კი გარემოს დაცვის ჰორიზონტა- ლური კანონმდებლობის მაგალითზე ნაჩვენებია განვითარების უდავოდ დამაიმედებელი დინამიკა. რაც აქ შეიძლება ითქვას, არის პასუხი 2016 წელს გამოქვეყნებულ მონოგრაფიაში გამოთქმულ ვარაუდზე, რომ „მართალია, ევროინტეგრაციის ჭრილში განხორციელებული რეფორმის შედე -გად, ამ წიგნში გამოთქმული ბევრი მოსაზრება, სავარაუდოდ, თავის აქტუალურობასაც დაკარგავს, თუმცა, ბუნებრივია, საბოლოო მიზანიც ეს იყო და ამან მხოლოდ სიხარული შეიძლება მიანიჭოს ავტორს.“ განვლილმა პერიოდმა და ჩატარებულმა რეფორმებმა ეს ვარაუდი გაამართლა. წიგ ნში გამოთქმულ ბევრ მოსაზრებას მართლაც დაეკარგა აქტუალობა. თუმცა სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნისთვის მხოლოდ კარგი კანონე ბის შექმნა არ არ ის საკმარისი. მას უნდა დაემატოს ღირებულებებზე ორიენტირებული მმართველობითი კულტურაც. სწორედ ამ ყოველივეზე იქ ნება საუბარი წინამ დებარე წიგნში.Item სამშენებლო სამართალი(ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2020) ტურნავა, პაატა; ყალიჩავა , კობაწინამდებარე სახელმძღვანელო სამშენებლო სამართალში პირველია საქარ- თველოში. 1 მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო სამართალი 2010 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არჩევით საგნად ისწავლება, დღემდე ვერ მოხერხდა სრულყოფილი სახელ- მძღვანელოს შექმნა. არადა ეს სფერო ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია სა- ქართველოში და უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ამის ხელისშემშლელი გარემოება იყო მოძველებული და უსისტემო კანონმდებლობა. მისი რეფორმა ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო და ექვსი წლისთავზე, 2018 წელს, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის” და მის საფუძ- ველზე შემუშავებული რამდენიმე მთავრობის დადგენილების მიღებით დას- რულდა. რეფორმის ფარგლებში მიღებული ნორმატიული ბაზა კი იძლევა მყარ საფუძველს, სამშენებლო სამართლის მიმართულებით განვითარდეს იურიდიული დოგმატიკა. სამშენებლო სამართალი ბევრ ევროპულ უნივერსიტეტში სავალდებულო საგანია. მაგ., სამშენებლო სამართლის სავალდებულო სწავლება გერმა- ნიის იურიდიული განათლების ფედერალური კანონის კატეგორიული მოთ- ხოვნაა. 2 ავტორები ვიმედოვნებთ, რომ წინამდებარე სახელმძღვანელოს მომზადება ხელს შეუწყობს საქართველოში სამშენებლო სამართლის სა- ვალდებულო სასწავლო საგნად შემოღებას. ამ წიგნის მნიშვნელობა დიდია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლე- ბისთვის. სახელმძღვანელოს დართული აქვს ნორმატიული მასალა, რომლის მომ- ზადებაში დიდი როლი შეასრულეს ამ წიგნის ავტორებმა. ნიშანდობლივია, რომ სახელმძღვანელოს ავტორები ამ სფეროში მოქმედი ძირითადი ნორმა- ტიული მასალის თანაავტორებიც არიან. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბი- ლისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის ხელმძღვა- ნელობას ასეთი ნაშრომების მიმართ მხარდაჭერის პროგრამების შემუშავე- ბისთვის, რის გარეშე ეს წიგნი ვერ მომზადდებოდა. მადლობას ვუხდით ასევე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სა- ზოგადოებას (GIZ) წიგნის გამოქვეყნებაში გაწეული ფინანსური და მხარდა- ჭერისათვის, რის გარეშე გაჭირდებოდა ამ წიგნის ამ სახით გამოქვეყნება.Item მოსარჩელის კანონიერი ინტერესის ორმაგი ბუნება და ქართულ ადმინისტრაციულ მართლმსაჯულებაში მისი გამოყენების პრაქტიკის კრიტიკა(ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2023) ყალიჩავა, კობა; აღაპიშვილი, მერიItem სამართლის ტრანსფერი და შინაგანი დინამიკა ტრანსფორმაციულ ქვეყნებში: საქართველოს ადმინისტრაციული სამართლის განვითარების მაგალითი(ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2023) ყალიჩავა, კობა; ვინტერი, გერდItem Rechtstranfer und Eigendynamik in Transformationsländern: Das Beispiel der Verwaltungsrechtsentwicklung in Georgien(2023) Winter, Gerd; Kalichava, KobaItem Dual Nature of the Plaintiff ’s Legal Interest and Criticism of the Practice of its Application in Georgian Administrative Justice(TSU Press, 2023) Kalichava, Koba; Agapishvili, MeriItem The Teacher of Teachers from the History of Georgian Law(2023) Pheradze, GochaItem მოძღვართ-მოძღვარი ქართული სამართლის ისტორიიდან(2023-10) ფერაძე, გოჩაItem საკონსტიტუციო სამართალწარმოების საუნივერსიტეტო სწავლების ძირითადი მახასიათებლები და მისი მნიშვნელობა კონსტიტუციური კონტროლის ეფექტიანობისთვის საქართველოში(ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2024) თევდორაშვილი, გიორგიItem აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საფუძვლები და უდანაშაულობის პრეზუმფცია(ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2024) თუმანიშვილი, გიორგიItem ონალინ აუქციონზე უძრავ ნივთზე დადებული ხელშეკრულების ფორმის საკითხი(ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2024) ბიჭოლაშვილი, ზურაბსტატიაში განხილულია ონლაინ აუქციონზე გამოვლენილი ნებისა და უძრავ ნივთზე დადებული ხელშეკრულების ნამდვილობის წინაპირობები. მოხმობილია გერმანიის სამოქალაქო კოდექსის დანაწესი აუქციონის გზით ხელშეკრულების დადების სპეციალური ფორმის (ჩაქუჩის დარტყმის) შესახებ და განხილულია ონლაინ აუქციონებთან მიმართებით მისი ანალოგიით გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ არსებული შეხედულებები. ნაშრომში ყურადღება ეთმობა დელიქტისა და წინასახელშეკრულებო ბრალის გამიჯვნის კრიტერიუმებს, მიყენებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობებსა და ფარგლებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მე-3 ნაწილის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით. სასამართლოს განმარტებები შედარებულია როგორც ქართულ, ისე უცხოურ იურიდიულ ლიტერატურაში გამოთქმულ მოსაზრებებს.Item ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის სამართლებრივი რეგულირების ზოგიერთი ასპექტი(მერიდიანი, 2025-11) ბიჭოლაშვილი, ზურაბნაშრომის მიზანია, სამართლებრივი თვალსაზრისით შეისწავლოს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა. კერძოდ, გამოკვეთოს ის ძირითადი ნიშნები, რომლებიც მას ახასიათებს; მოახდინოს მისი კლასიფიკაცია; დაადგინოს მისი, როგორც კერძო სამართლის ობიექტის, სამართლებრივი ბუნება; გამიჯნოს მსგავსი ქონებრივი სიკეთეებისგან, როგორებიცაა ელექტრონული ფული, საბანკო ანგარიშებზე განთავსებული ფულადი სახსრები და კრიპტოვალუტები; ასევე, შეისწავლოს მასზე საკუთრების გადასვლის მოდელი და, კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტის (უნიდრუას) მიერ შემუშავებულ პრინციპებზე დაყრდნობით, ჩამოაყალიბოს კეთილსინდისიერი შემძენის დაცვის გარანტიები. ნაშრომში აგრეთვე მახვილდება ყურადღება ციფრული ვალუტის ადმინისტრირების პროცესში ფინანსურ ინსტიტუტსა და კლიენტს შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველზე, მის ბუნებასა და შინაარსზე. კვლევისას გამოყენებულია შედარებით-სამართლებრივი მეთოდი. ნაშრომში მიმოხილულია საქართველოს, ევროკავშირის და რუსეთის ფედერაციის მოქმედი კანონმდებლობა; ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციული ბანკების ხელშეკრულების სტანდარტული პირობები; აგრეთვე, საკითხთან დაკავშირებული იურიდიული ლიტერატურა და საერთაშორისო ორგანიზაციათა კვლევები/დასკვნები; ასევე, იმ საკანონმდებლო აქტების პროექტები, რომლებმაც უნდა მოაწესრიგოს ციფრული ვალუტები. კვლევის შედეგები განხილულია ქართული საკანონმდებლო პერსპექტივიდან. კერძოდ, მიმოხილულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციის ნორმები, რომლებზე დაყრდნობითაც უნდა მოხდეს როგორც ცალკე აღებული ციფრული ვალუტების, ისე ფინანსურ ინსტიტუტსა და კლიენტს შორის წარმოშობილი ურთიერთობის მოწესრიგება. დასკვნის სახით, უცხოური გამოცდილების ანალიზზე დაყრდნობით, ავტორი აყალიბებს იმ სამუშაო წინადადებებს, რომელთა იმპლემენტაციაც ქართულ კანონმდებლობაში ციფრული ლარის ბრუნვის სტაბილურობას განამტკიცებს. საკვანძო სიტყვები: ციფრული ლარი, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა, კრიპტოვალუტა, ელექტრონული ფული, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, კეთილსინდისიერი შემძენი.