Criminal Law department
Permanent URI for this community
Criminal Law department
Browse
Browsing Criminal Law department by Author "დვალიძე, ირაკლი"
Now showing 1 - 3 of 3
Results Per Page
Sort Options
Item ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით(იურისტების სამყარო, 2019) დვალიძე, ირაკლი; ხარანაული, ლევანი; თუმანიშვილი, გიორგი; წიქარიშვილი, კახასაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXIII თავით გათვალისწინებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების კომენტარი გაკეთებულია დანაშაულის სამსაფეხურიანი სისტემის მიხედვით. ამას მოსდევს აღნიშნულ დანაშაულთა გამოვლინების ფორმები (დაუმთავრებელი დანაშაული, დანაშაულში თანამონაწილეობა), ნორმათა კონკურენცია და დანაშაულთა ერთობლიობა, ხოლო ბოლოს მცირე ნაწილი ეთმობა სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების მიმოხილვას კონკრეტულ დანაშაულთან მიმართებით. ცალკეულ მუხლის კომენტირებისას გამოყენებულია როგორც ქართულენოვანი და უცხოენოვანი სამეცნიერო ლიტერატურა, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოების განაჩენები/გადაწყვეტილებები. The commentary to articles envisaged by the chapter XXIII of the criminal code is composed according to tripartite division of the elements of the crime. This is followed by specific forms of commission of the crime (inchoate offences, complicity), competition between norms and multiple offences. Final part is dedicated to the review of criminal procedural norms in relation with these crimes. The comments make reference to the academic literature in Georgian as well as in foreign languages, decisions of ECtHR, European Court of Justice, Constitutional Court of Georgia and common courts of Georgia.Item ევროპული და საერთაშორისო სამართლის ზეგავლენა ქართულ სისხლის საპროცესო სამართალზე(მერიდიანი, 2019) თუმანიშვილი, გიორგი; ჯიშკარიანი, ბაჩანა; შრამი, ედვარდ; დვალიძე, ირაკლი; ხარანაული, ლევანი; და სხვ., ავტორთა კოლექტივიწინამდებარე სახელმძღვანელო სახელწოდებით `ევროპული და საერთაშორისო სამართლის ზეგავლენა ქართულ სისხლის საპროცესო სამართალზე~ წარმოადგენს ქართულ-გერმანული სისხლის სამართლის მეორე პროექტის სამეცნიერო და პუბლიცისტურ დასკვნით ნაწილს. სახელმძღვანელოში თავმოყრილია ის სისხლისსამართლებრივი საკითხები, რომლებიც განხილულ და შეჯამებულ იქნა როგორც პროექტის ფარგლებში გამართულ სამ შეხვედრაზე (თბილისი 2016, იენა/ბერლინი 2017, ტიუბინგენი/სტრასბურგი 2018), ისე პროექტის ფარგლებში დაფინანსებულ სადოქტორო კვლევებში. გამომცემლები მოხარულნი არიან, რომ 29 ავტორის, მათ შორის 24 ქართველი და 5 გერმანელი ავტორის მონაწილეობით შექმნილმა სახელმძღვანელომ საბოლოო სახე მიიღო და იგი ხელმისაწვდომი ხდება დაინტერესებული სამეცნიერო საზოგადოებისთვის. The handbook „Georgian Criminal Procedure Law under the Infl uence of European and International Law“ is the scientifi c and publicist conclusion of the second German-Georgian Criminal Law Project. This book bundles, preserves and manifests the fi ndings of criminal law research gained in the three working meetings of the project (in Tbilisi 2016, Jena/Berlin 2017 and Tübingen/Straßburg 2018) and the promoted Ph.D. theses. The editors are delighted by the completion of this handbook with its 29 authors _ 24 from Georgia and 5 from Germany. The work has been completed and is now available to the interested academic audience.Item უფრო მსუბუქი შემთხვევები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის მიხედვით(მერიდიანი, 2021) დვალიძე, ირაკლიზოგიერთ შემთხვევაში კანონმდებელის მიერ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ესა თუ ის შემამასუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოება თავიდანვე მოცემულია როგორც დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ელემენტი. ეს მიიღწევა იმით, რომ კანონმდებელი ცალკე სპეციალურ კვალიფიციურ ან პრივილეგირებულ ქმედების შემადგენლობას ქმნის, რომელსაც ძირითადი ქმედების შემადგენლობისგან განსხვავებული სანქცია გააჩნია. წინამდებარე კვლევის საგანი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პრივილეგირებული ქმედების შემადგენლობები იქნება.