Department of Educational Sciences
Permanent URI for this community
Department of Educational Sciences
Browse
Browsing Department of Educational Sciences by Title
Now showing 1 - 4 of 4
Results Per Page
Sort Options
Item Practice of Teaching Children’s Rights at Ivane Javakhishvili Tbilisi State University / 2016-2021 /(2021) Chkuaseli, Ketevan; Kitiashvili, ZakariaItem იაკობ გოგებაშვილის დიდაქტიკა და თანამედროვეობა(2020) ჭკუასელი, ქეთევანიაკობ გოგებაშვილის მრავალმხრივი მოღვაწეობა სამი უმთავრესი ასპექტით შეიძლება წარმოვადგინოთ. იაკობ გოგებაშვილი, როგორც - ქართული სკოლის ფუძემდებელი, პედაგოგიკის მეცნიერების ფუძემდებელი საქართველოში, საზოგადო მოღვაწე. გოგებაშვილის საზოგადო მოღვაწეობის ქვაკუთხედი „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაა, რომელიც, ფაქტობრივად, გოგებაშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა ქართული განათლების სისტემის რანგში აიყვანეს, რითაც შეინარჩუნეს ქართული სკოლა და დამწერლობა. გოგებაშვილმა განათლების სისტემის და სკოლის მოწყობას საქართველოში მეცნიერულ - პედაგოგიკური საფუძველი დაუდო. გოგებაშვილის სახელმძღვანელოების /დედა ენა, ბუნების კარი, რუსსკოე სლოვო/ განუზომელი მნიშვნელობა იმდროინდელი სკოლისა და საზოგადოებისათვის განპირობებულია მეცნიერული დიდაქტიკის ძირითადი კითხვების განსაზღვისა /ვინ უნდა აღვზარდოთ? რა უნდა ვასწავლოთ? როგორ უნდა ვასწავლოთ? ვინ უნდა ასწავლოს?/ და გადაწყვეტისათვის იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ვითარებიდან გამომდინარე, რითაც გოგებაშვილმა, ფაქტობრივად, ქართულ პედაგოგიკურ აზროვნებაში შექმნა პრეცენდენტი სასკოლო სახელმძღვანელოების მეცნიერულ/დიდაქტიკურ პრინციპებზე აგებისა. დღესაც შესაძლებელია გოგებაშვილის მემკვიდრეობისა და პედაგოგიკურ/დიდაქტიკური მიდგომების გამოყენება ქართული სკოლის განვითარების პროცესშიItem საგაკვეთილო პროცესის გამოწვევები დისტანციური სწავლების პროცესში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში(2021) ჭკუასელი, ქეთევან; აბრამიშვილი, თეონა; მორჩილაძე, თეონაItem ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის განხორციელების ანალიზი(2016) გოგოლაძე, მარიამიეთნიკური უმცირესობების სოციალიზაციის პროცესი სხვა დანარჩენთან ერთად პირველ რიგში მოიცავს სახელმწიფო ენის სწავლების ხელშეწყობას. სწორედ ამიტომ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, შეეტანა ცვლილება უმაღლესი განათლების კანონში და შეიმუშავეს პროგრამა,რომელიც ითვალისწინებს ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებას ერთი წლის განმავლობაში, რის შემდეგაც აგრძელებენ სწავლას საბაკალავრო პროგრამაზე. აღნიშნულ ბრძანებას ხელი მოეწერა 2009 წელს, ხოლო განხორციელება დაიწყო 2010 წლიდან. პროგრამის შესახებ პირველი კვლევა ჩატარდა 2013 წელს,რომელმაც შეიმუშავა გარკვეული რეკომენდაციები პროგრამის გასაუმჯობესებლად. წინამდებარე კვლევით შევეცდებით დავადგინოთ პროგრამის ხარვეზები და დადებითი მხარეები 2013 წლის შემდგომ პერიოდში. თემის აქტუალობა: საქართველო მუდამ იყო მრავალეთნიკური ქვეყანა და დღემდე ასე გრძელდება. ქვეყნის პოლიტიკური კურსიდან გამომდინარე, თანდათან იზრდება საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მიერ სახელმწიფო ენის სწავლების მოთხოვნა. კვლევის მიზანს წარმოადგენს ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებისას არსებული პრობლემებისა თუ დადებითი მახასიათებლების გამოვლენა და ანალიზი. კვლევის საგანს წარმოადგენს საშეღავათო პოლიტიკის ფარგლებში,საქართველოში განხორციელებული, ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამა ეთნიკური უმცირესობებისთვის. კვლევის ობიექტი - ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის დადებითი და უარყოფითი მხარეები, პრობლემები. საკვლევი თემის ჰიპოთეზა - ქართულ ენაში მომზადების ერთწლიან პროგრამას აქვს გამოკვეთილი პრობლემები, აღინიშნება ხარვეზები პროგრამის განხორციელების დროს. აღნიშნული ფაქტის მიზეზებია: ა) სასწავლო მასალის შეუსაბამობა; ბ) პროგრამისთვის განსაზღვრული არასაკმარისი დრო; გ) სტუდენტთა ზოგადი განათლების დაბალი დონე.