ცივილიზაციური პროგრესისა და ზნეობის ურთიერთმიმართების საკითხი ვაჟა-ფშაველას ნააზრევში

Loading...
Thumbnail Image
Date
2018
Journal Title
Journal ISSN
Volume Title
Publisher
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
Abstract
ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტურ წერილებში არაერთგან ვხვდებით საგანგებო მსჯელობას ზნეობრივ პრობლემებზე, როგორც კონკრეტულ, ასევე ზოგადთეორიულ ჭრილში. ამ თვალსაზრისით საინტერესოა მწერლის შეხედულება მეცნიერული პროგრესისა და ზნეობის ურთიერთმიმართების საკითხზე. ვაჟას მოღვაწეობის ხანაში ძალზე პოპულარული იყო ევოლუციონისტური ეთიკა (ვაჟა-ფშაველას წერილებიდან ჩანს, რომ ამ მოძღვრების ერთ-ერთი ფუძემდებლის, ჰერბერტ სპენსერის, ნააზრევს პოეტი შესანიშნავად იცნობდა). ეს ეთიკური კონცეფცია მორალს განიხილავდა, როგორც ბუნებრივი ევოლუციის პროდუქტს, რომელიც გამუდმებულად ვითარდება. ამ ფრიად პოპულარული შეხედულების საპირისპიროდ ვაჟა-ფშაველა როგორც დიდი რეალისტი და უაღრესად თვითმყოფადი მოაზროვნე, სავსებით სამართლიანად ფიქრობს, რომ მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი კაცობრიობის ზნეობრივ წინსვლასთან უშუალო კავშირში სრულიადაც არ არის. პირიქით, ეპოქის ერთ-ერთ უმთავრეს ეთიკურ პრობლემად ვაჟა-ფშაველას ცივილიზაციური განვითარების ფონზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინდივიდუალიზმის უკიდურესი ფორმის გაბატონება მიაჩნია. ვაჟა-ფშაველა, რა თქმა უნდა, არ არის ცივილიზაციური პროგრესის მოწინააღმდეგე, მწერალს შესანიშნავად ესმის, რომ ხალხის ცხოვრების დონის ამაღლება, ერის წარმატება სწორედ ცივილიზაციის მიღწევათა სათანადო ათვისებაზეა დიდწილად დამოკიდებული, თუმცა მიაჩნია, რომ მეცნიერულ-ტექნკური პროგრესი თავისთავად არ აპირობებს საზოგადოების მორალურ განვითარებას. During the period of the creative activities of Vazha Pshavela the evolutionary ethics used to be extremely popular (writer’s letters clearly show that the poet was excellently aware of the thoughts of one of the founders of the evolutionary ethics, Herbert Spencer, who considered morality as the product of the natural evolution, which was constantly developing). The civilizational progress was also regarded to be the expression of the moral development of the human being. In contrast to this standpoint, Vazha Pshavela, as a great realist and extremely original thinker, absolutely correctly reckoned that the progress of the civilization was not directly related to the moral achievements of the mankind at all. Conversely, according to Vazha Pshavela, against the background of the civilizational progress, one of the major ethical problems of the epoch was considered to be the domination of the extreme form of the individualism in the social life. Vazha Pshavela was by no means against the civilizational progress. The writer perfectly understood that the rise in the living standards of people and the success of the nation would depend to a considerable extent exactly on the proper assimilation of the civilizational achievements. However, he believed that the progress of the civilization itself did not condition the moral progress of the society.
Description
Keywords
ქართული ლიტერატურა, ქართული კრიტიკა, ქართული პუბლიცისტიკა, ქართული ფილოსოფია, ვაჟა-ფშაველა, ეთიკა, Georgian Literature, Georgian Criticism, Georgian Journalism, Georgian Philosophy, Georgian Aesthetics, Vazha-Pshavela, Ethics
Citation
„ლიტერატურული კვლევები“, # 2, 2018, გვ. 80-89. / Literary Researches, 2018, # 2, pp. 80-89
Collections