Abstract:
ქართული ნუმიზმატიკის ახალი სახელმძღვანელო აქ მხოლოდ მისი პირველი ნაწილითაა წარმოდგენილი, სადაც ძვ. წ. VI — ახ. წ. XIII საუკუნის ლოკალური ემისიები და სინქრონული უცხოური მონეტების მიმოქცევაა მიმოხილული. სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სპეციალური და არასპეციალური ფაკულტეტებისთვის; მას სიამოვნებით გაეცნობიან როგორც ისტორიკოსები, ასევე — მკითხველთა ფართო აუდიტორიაც. სახელმძღვანელოს არქიტექტონიკა ასეთია: ძირითადი ტექსტი, შენიშვნები, ტაბულები, ინგლისური რეზიუმე და ბიბლიოგრაფია. ალტერნატიული მოსაზრებანი, რაც ბუნებრივია, თანაავტორთა არსებობის პირობებში, ხშირად ტექსტისა და შენიშვნების მექანიზმით რეგულირდება.