პოლიციის პრევენციული და რეპრესიული ღონისძიებების გამიჯვნის პრობლემები

Abstract
სამართალდამცავ ორგანოთა შორის პოლიციას განსაკუთრებული ადგილი უკავია დანაშაულის გამოვლენის, აღკვეთის და თავიდან აცილების საქმეში. საპოლიციო ღონისძიებების გამოყენების დროს გარდაუვალია ადამიანის უფლებებში ჩარევა, თუმცა ხშირ შემთხვევაში, კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, პოლიციის თანამშრომლის მიდგომაზეა დამოკიდებული, „ასეთი ჩარევა გამართლებულად ჩაითვლება თუ ადამიანის უფლებათა დარღვევად“. სტატიაში განხილულია პოლიციის პრევენციული ღონისძიებების ცალკეულისახეები, ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიები პრევენციული ღონისძიებების გამოყენებისას, პოლიციის პრევენციული და რეპრესიული ღონისძიებების გამიჯვნის ცალკეული ასპექტები. ხაზგასმულია პოლიციის ორმაგი ფუნქციის -პრევენციული და რეპრესიული ამოცანების განხორციელების თავისებურებები და განსხვავებული სამართლებრივი ბუნების გამო არაერთგვაროვანი საშუალებების და მეთოდების გამოყენების აუცილებლობა. ნაშრომში იდენტიფიცირებულია პოლიციის ცალკეული პრევენციული ღონისძიებების საკანონმდებლო მოწესრიგების თუ პრაქტიკული გამოყენების კუთხით არსებული პრობლემები და ხარვეზების აღმოსაფხვრელად გამოთქმულია რეკომენდაციები და მოსაზრებები.
Description
Keywords
პოლიცია, საპოლიციო ღონისძიება, პრევენციული ფუნქცია, რეპრესიული ღონისძიება, პირის გამოკითხვა, პირის იდენტიფიკაცია, პირის მოწვევა, კონტროლის მექანიზმები, ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიები
Citation
ქეთევან მჭედლიშვილი-ჰედრიხის საიუბილეო კრებული - 60, Festschrift für Ketewan Mtschedlischwili -Hädrich Zum 60. Geburtstag, თბილისი, 2020, გვ. 64-89
Collections