პირველი პროკურატურა დამოუკიდებელ კავკასიაში

Abstract
წერილში „პირველი პროკურატურა დამოუკიდებელ კავკასიაში“ გადმოცემულია 100 წლის წინ მიმდინარე მოვლენები, როდესაც რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობამოპოვებულ საქართველოში, ქართული სახელმწიფოებრობისთვის მანამდე უცნობი სახელისუფლებო ინსტიტუტები (სენატი, იუსტიციის სამინისტრო, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და ა.შ.) იქნა დამკვიდრებული. ერთ-ერთი ასეთი ინსტიტუტი იყო სწორედ პროკურატურა, რომელიც 1802 წლიდან მოყოლებული ჯერ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, 1917 წლიდან საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკასა და მოგვიანებით საბჭოთა კავშირშიც წლების მანძილზე იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში შედიოდა. გენერალური პროკურორის თანამდებობას კი, იუსტიციის მინისტრები ითავსებდნენ. გასაკვირი არ არის, რომ პირველი პროკურატურა კავკასიაში სწორედ საქართველოში შეიქმნა, რომელმაც 1918 წლის 26 მაისს რეგიონში პირველმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და იმავე დღეს ეროვნული საბჭოს მიერ სრული შემადგენლობით იქნა დამტკიცებული ეროვნული მთავრობა. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი იუსტიციის მინისტრი და შესაბამისად გენერალური პროკურორი იყო შალვა ალექსი მესხიშვილი (1918-1919წ.წ.). მომდევნო წლებში ეს თანამდებობა ეკავათ ევგენი გეგეჭკორსა (1919-1920 წ.წ.) და რაჟდენ არსენიძეს (1920-1921წ.წ.). წერილში სწორედ მათი ხელმძღვანელობით, ამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელისუფლებო ინსტიტუტის მიერ გადადგმულ პირველ ნაბიჯებზეა ყურადღება გამახვილებული.
Description
Keywords
დამოუკიდებლობა, კავკასია, სენატი, სასამართლო, ზედამხედველობა, ბრალდების მხარდაჭერა, იუსტიციის სამინისტრო, პროკურატურა, პროკურორი, ობერპროკურორი, პროკურორის ამხანაგი, თანაშემწე, მოსამართლე, გამომძიებელი, ნაფიცი მსაჯული, საქართველოს რესპუბლიკა
Citation
ირინა აქუბარდია საიუბილეო კრებული - 60, თბილისი, 2020, გვ. 216-231.
Collections