რამდენიმე გარემოების დადგენა-დაზუსტებისათვის ვარლამ ჩერქეზიშვილის ბიოგრაფიიდან

Abstract
წერილში „რამდენიმე გარემოების დადგენა-დაზუსტებისათვის ვარლამ ჩერქეზიშვილის ბიოგრაფიიდან“ ყურადღება არის გამახვილებული იმ უზუსტობებზე რომელსაც ხშირად ვაწყდებით დიდი ქართველი მამულიშვილის ვარლამ ჩერქეზიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედებითი მემკვიდრეობის შესახებ მსჯელობისას. წერილშივე ჩამოთვლილია მიზეზები რომელთაც დიდად შეუწყვეს ხელი თვით საქართველოშიც კი, მსოფლიო სახელის მქონე პოლიტიკური ემიგრანტის სახელისა და დამსახურებების დავიწყებას. რუსეთის იმპერიაში მისი დევნის მიზეზი იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში აქტიური მონაწილეობა, საბჭოთა კავშირში კი, მისი აშკარად ანტიმარქსისტულო პოზიცია. შესაბამისად, ქართული საზოგადოების ცნობიერებაში ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელის დასაბრუნებლად აქტიური ნაბიჯების გადადგმა მხოლოდ XX საუკუნის ბოლოს, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გახდა შესაძლებელი. კერძოდ, ათწლეულების მანძილზე ჩვენს მიერ საქართველოსა თუ, საზღვარგარეთის წიგნსაცავებსა და არქივებში მოძიებულ მასალებზე დაყრდნობით წინამდებარე წერილში მოტანილია კონკრეტული მონაცემები ვარლამ ჩერქეზიშვილის დაბადების თარიღთან, დაკრძალვის ადგილთან, მშობლების, მეუღლის შესახებ, ილია ჭავჭავაძესთან, გაზეთ „ივერიასთან“ მისი თანამშრომლობის შესახებ გავრცელებული მცდარი, არაზუსტი მონაცემების უარყოფა-დაზუსტების მიზნით.
Description
Keywords
უნივერსიტეტი, ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა, მეფის რუსეთი, პოლიტიკური ემიგრაცია, სოციალიზმი, ანარქიზმი, დამოუკიდებლობა, ავტოკეფალია, ხსოვნა
Citation
ვარლამ ჩერქეზიშვილისადმი მიძღვნილი პირველი დარგთაშორისი სამეცნიერო კონფერენცია, პროგრამა და მოხსენებები, თბილისი, 2021, გვ. 148-154
Collections