Davit Ukleba’s Cartographic Works in Physical Geography

No Thumbnail Available
Date
2019-11-05
Journal Title
Journal ISSN
Volume Title
Publisher
TSU, Vakhushti Bagrationi Institute of Geography, Tbilisi, Georgia
Abstract
Cartography occupies important place in the scientific-research works of Doctor of Geographical Sciences, Professor Davit Ukleba. The high informative value of landscape maps makes it possible to use them for various practical goals. Small-scale scientific-reference landscape maps are significant in regards to putting their versatile contents to good use, though they are uncomfortable due to the thin contours, whereas maps with mid-size and thick contours are widely used. Landscape maps are significant as far as they are used as a basis for special maps such as natural zoning, environment protection, recreation, melioration and other kinds of maps. დავით უკლებას სამეცნიერო კვლევის სფერო ფიზიკური გეოგრაფიის სხვადასხვა მიმართულებას მოიცავდა. მათგან მთავარს მთიანი მხარეების ბუნებრივი პირობების და რესურსების კვლევა, საქართველოს და მისი რეგიონების ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება,ადამიანის და ბუნების ზემოქმედების შედეგად მოდიფიცირებული ლანდშაფტების გამოვლენა და შეფასება წარმოადგენდა.ცხადია ყველა ზემოთჩამოთვლილი საკითხის კვლევა, ბუნებაში ობიექტურად არსებული ცალკეული ბუნებრივი და ანთროპოგენური ტერიტორიული ერთეულების გამოვლენას და მათ რუკაზე ასახვას საჭიროებდა. ყოველივე ამის გამო დ. უკლებას მიერ შეიქმნა არაერთი რუკა, რომელთაგან აღსანიშნავია.საქართველოს ლანდშაფტების რუკა“, რომლიც განთავსებულია 1964 წელს, გეოგრაფიის ინსტიტუტში,აკადემიკოს ალ. ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილ საქართველოს პირველ ეროვნულ ატლასში („საქართველოს სსრ ატლასი“), ქართულ და რუსულ ენებზე. წვრილმასშტაბიანი სამეცნიერო-საცნობარო ლანდშაფტური რუკები თავისი მრავლისმომცველი შინაარსით, სხვადასხვა გამოყენებითი თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, მაგრამ ისინი მოუხერხებელია წვრილკონტურიანობის გამო. საშუალომასშტაბიანი და მსხვილმასშტაბიან ლანდშაფტურ რუკებს კი მეტად დიდი პრაქტიკული გამოყენება აქვთ. ლანდშაფტური რუკა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ იგი საფუძველს წარმოადგენს ისეთი სპეციალური რუკებისთვის, როგორიცაა, მაგალითად ბუნებრივი დარაიონების, ბუნებისდაცვის, რეკრეაციული, მელიორაციული და სხვ. დავით უკლებას მეთოდიკით, მისი ხელმძღვანელობით პირველად შეიქმნა საქართველოს ლანდშაფტური რუკა (კედლის სასწავლო რუკა, მასშტაბი 1: 600 000), დოც. მ. სანებლიძისა და პროფ. ქრ. ჯაყელის თანაავტორობით, ქართულ და რუსულ ენებზე, 1983 წელს კი საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის წამყვან გეოგრაფთა ერთობლივი მუშაობის შედეგად შედგენილ იქნა ამიერკავკასიის პირველი საშუალომასშტაბიანი ლანდშაფტური რუკა, რომელიც მოსკოვში გამოიცა 1983 წელს. ბეჭდური სახით, ცალკე გამოცემული კარტოგრაფგიული ნაშრომების გარდა, დ. უკლებას სხვადასხვა კრებულში გამოქვეყნებულ სტატიებს თან ერთვის მის მიერ შედგენილი კარტოგრაფიული მსხვილმასშტაბიანი რუკები. ასეთებია, მაგალითად ,,აღმოსავლეთ საქართველოს ბუნებრივი ლანდშაფტებისა და ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონების რუკა”, ,,საქართველოს ისტორიული წარსულის (XVIII ს) ბუნებრივი კომპლექსები”, ,,საქართველოს ლანდშაფტების რუკა ვახუშტის მიხედვით”, ,,იაღლუჯას მაღლობის ლანდშაფტური რუკა“, რუკა - „თბილისის და მისი მიდამოების ლანდშაფტები“, ,,კოლხეთის დაჭაობებული ვაკის ლანდშაფტური რუკა’’და სხვ.
Description
Keywords
Cartographic Works, Landscape Map, Physical Geography Davit Ukleba
Citation
Collections