ეთიკური პრობლემა ვაჟა-ფშაველას პოემა „სტუმარ-მასპინძელში"

Loading...
Thumbnail Image
Date
2015
Journal Title
Journal ISSN
Volume Title
Publisher
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Abstract
ნაშრომი „სტუმარ-მასპინძელში“ წამოჭრილი მთავარი ეთიკური პრობლემის ანალიზს ეძღვნება. ლიტერატურათმცოდნეობაში სამართლიანადაა აღიარებული, რომ ვაჟა-ფშაველას შემოქმედების ერთ უძირითადეს საკითხად პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობა გვევლინება. აღნიშნული პრობლემა მთელი სიმწვავით სწორედ „სტუმარ-მასპინძელში“ დგას. მკვლევართა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ნაწარმოებში არსებითად გადმოცემულია ორ სიმართლეს შორის მოქცეული ადამიანის ტრაგედია, პიროვნებისა და საზოგადოების დაპირისპირება კი განპირობებულია ეთიკური დილემით _ ურთიერთშეუთავსებელი სავალდებულო ზნეობრივი ნორმების კონფლიქტით. სათანადო ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული მასალისა და პოემის ტექსტის ანალიზი გვიჩვენებს, რომ საკითხის ამგვარი კვალიფიკაცია არაა სწორი, რადგანაც მთიელთა ადათების იერარქიის მიხედვით, სტუმარი ნებისმიერ შემთხვევაში ხელშეუხებელი იყო. მტერი, რომელიც გადაკვეთდა ოჯახის ზღურბლს, უკვე სტუმრის სტატუსს იძენდა და მის მიმართ მოქმედებას წყვეტდა შურისძიების ადათი. იგი ძალაში შედიოდა მხოლოდ მასპინძლის ოჯახის დატოვების შემდეგ. ასე რომ, ჯოყოლა პირნათელია ტრადიციის დაცვის თვალსაზრისით, საკუთარ ადათს კი თავად თემი არღვევს, რადგან უგულვებელყოფს მოქმედების თანმიმდევრულობის საკრალურ კანონს და შეურაცხყოფს საკუთარი წევრის ღირსებას. პოემა „სტუმარ-მასპინძელში“ ასახულია ტრაგედია იმ ადამიანისა, რომელიც უმრავლესობის ნებაზე მაღლა ზნეობრივ ღირებულებას, სინდისის გრძნობას აყენებს. მიუხედავად იმისა, რომ ჯოყოლა ფიზიკურად მარცხდება, იგი სულიერად იმარჯვებს, რადგან პირნათლად აღასრულებს ზნეობრივ მოვალეობას და ბოლომდე ერთგულობს საკუთარ მრწამსს. In Georgian literary criticism the relationship between the individual and the society is duly acknowledged to be one of the main issues of Vazha Pshavela’s writings. This very problem is raised with the whole acuteness in the epic poem “Host and Guest.” As some of the researchers consider that the poem essentially depicts the tragedy of the man placed between the two truths, and that the confrontation between the individual and the society is conditioned by the ethical dilemma – the conflict among mutually incompatible, obligatory moral norms. Accordingly, the conclusion has been reached that both parties – the individual and the societal – are right in their own ways. The consecutive analysis of the ethnographic materials of the Caucasian peoples leads us to one conlusion: The poem “Host and Guest” does not actually pose an ethical dilemma. The controversy is not between two diffenret versions of the truth, but between justice and injustice Whereas the community breaks the sacred custom, only one person, the moral hero protects the dignity of his own family, community and generally of whole humanity. The poem “Host and Guest” describes the tragedy of human, for whom the sense of moral values and conscience are placed at a higher level than the will of the majority.
Description
https://tsu.ge/assets/media/files/57/VI.pdf
Keywords
ქართული ლიტერატურა, ქართული რეალიზმი, კავკასიური ტრადიციები, ქისტები, სტუმარმასპინძლობა, ვაჟა-ფშაველა, პოემა „სტუმარ-მასპინძელი“, Georgian Literature, Georgian Realism, Caucasian traditions, Kists, Hospitality,Vazha-Pshavela, Poem “Host and Guest”
Citation
საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალი „ჰუმანიტარული კვლევები, წელიწდეული“, 2015, ტ. VI, გვ. 113-133. / International peer-reviewed Journal "Studies in Humanities, Annual", 2015, vol. VI, pp. 113-133
Collections