ინგლისელების და პოლონელების მისია კავკასიაში (მე-19 საუკუნის 30-50-იანი წლები)

Abstract
XIX საუკუნის რუსეთის იმპერიის დიდი კავკასიური ომები ევროპის პოლიტიკოსთა თუ საზოგადო მოღვაწეთა დაინტერესების ობიექტი გახდა. იმ პერიოდში ხდებოდა არა მხოლოდ რუსეთისა და კავკასიელი მთიელების ინტერესების შეჯახება, არამედ ინგლისის,თურქეთის და სპარსეთის ინტერესებიც უპირისპირდება ერთმანეთს. რუსეთ-კავკასიის ურთიერთობებზე საერთაშორისო უთანხმოება არსებითი ხდებოდა და ხელს უწყობდა კონფლიქტის გაღრმავებას. კვლევის მიზანია უცხოური სახელმწიფოების და გარეპოლიტიკური ფაქტორების გავლენის განსაზღვრა კავკასიის ქვეყნების საშინაო და საგარეო პოლიტიკურ კურსზე 1830-1850 წლებში. დღემდე არსებობს აზრთა სხვაობა რუსეთისა და ევროპის კავკასიური პოლიტიკის არსის შესახებ, არ არის განსაზღვრული კავკასიური ომის ქრონოლოგია, ყურადღების მიღმაა დარჩენილი არაერთი საკითხის კვლევა. სწორედ ამ გარემოებებმა განაპირობა აღნიშნული კვლევის ჩატარება. ნაშრომში განხილულია და სამეცნიერო მიმოქცევაში შემოგვაქვს ქართული ისტორიოგრაფიისათვის უცნობი ავტორების ნაშრომები. The Great Caucasian Wars of the Russian Empire of the 19th Century became an object of interest to European politicians and public figures. At that time, not only the interests of Russia and the Caucasus were clashing, but also the interests of England, Turkey and Persia contradicted to each other. International disagreements over Russian-Caucasian relations have become significant and have contributed to the escalation of the conflict. The aim of the study is to determine the influence of foreign states and foreign policy factors on the domestic and foreign policy course of the Caucasus countries in 1830-1850. Up to date, there is a difference of opinion on the essence of the Caucasus policy of Russia and Europe, the chronology of the Caucasian war has not been defined, and the study of a number of issues has been left out of consideration. It was these circumstances that led to starting this study. The paper discusses and introduces the works of authors unknown to Georgian historiography
Description
Keywords
Caucasian Wars, Russian Empire, Europe, რუსეთის იმპერია, ევროპა, კავკასიური ომები
Citation
ჟურნალი “ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია“. Journal “HISTORY,ARCHAEOLOGY, ETHNOLOGY” [S.l.], n. III, p. 155-165, july 2020
Collections