საყოველთაო მოძრაობის ღვთისმეტყველება: ინოვაცია და ტრადიცია გრიგოლ ნოსელის ნააზრევში

Loading...
Thumbnail Image
Date
2018
Journal Title
Journal ISSN
Volume Title
Publisher
ლოგოსი
Abstract
The monography is an attempt to find access to the re-reading of Gregory of Nyssa’s theology through the concept of movement as expressed by the generic term kinesis and its grammatical and conceptual derivatives. The regular use of these formatives in St. Gregory’s writings brings the author of the book to the idea that one has to deal with the coherent understanding of the nature of movement in Nyssen’s thought. The author considers it to be defined as a doctrine of spiritual movement, since there is a systematic tendency of exploring any type of physical motion in terms of spiritual dynamics. In regard to this, the purpose of this study is not to present the types and functions of physical motions per se, but to question the spiritual aspect of the movement and to understand its modification types on the different ontological levels. Since the questions related to this are concentrated around the central theme of the interrelation between universe, human and Divine, the book reflects on the investigation in three chapters with the corresponding problem area: I. The Types of Movement in the Creation according to Gregory von Nyssa; II. The Category of Movement in Gregory of Nyssa’s Anthropology; III. The Movement as a Divine Predicate: Late Platonic Premises and the Cappadocian Innovation. Although the author systematically provides links between St. Gregory’s teaching on the spiritual movement and the philosophical doctrines, predominantly, that of Late Platonism, she nevertheless argues that the doctrine of spiritual movement in Cappadocian Father has an authentic character as he rethinks the inherited philosophical ideas according to the biblical model of the relation between God, man and the world. მონოგრაფიის ავტორს საღვთისმეტყველო-ფილოსოფიურ კონცეფციათა საფუძვლიანი შემეცნებისთვის მნიშვნელოვნად ესახება წყაროთა ფილოლოგიურ-ცნებითი ანალიზი. მოცემულ შემთხვევაში ეს მეცნიერული მიდგომა ილუსტრირებულია მოძრაობის ცნების აღმნიშვნელი ტერმინ kinesis-ის და იმავე ფუძის სხვა ფორმატივთა განხილვით IV საუკუნის დიდი ღვთისმეტყველის, წმ. გრიგოლ ნოსელის შემოქმედებაში. თვალის მიდევნება იმაზე, თუ რა კონცეფციურ ფუნქციას იტვირთავს პლატონური ფილოსოფიიდან შეთვისებული ცნება ნოსელის ნააზრევში, საშუალებას აძლევს წიგნის ავტორს, იმსჯელოს მის ინოვაციურ გააზრებაზე კაპადოკიელი მამის ღვთისმეტყველებაში. უწინარეს ყოვლისა, გრიგოლ ნოსელის მიერ მოძრაობის კატეგორიის სისტემური კვლევა უნდა განისაზღვროს როგორც მოძღვრება სულიერი მოძრაობის შესახებ, რადგან ღვთისმეტყველი ყველა სახის ფიზიკური მოძრაობას, საბოლოოდ, სულიერი დინამიკის კუთხით განიხილავს. აქედან გამომდინარე, ნაშრომის მიზანია არა ფიზიკური მოძრაობების ტიპების დახასიათება, წმ. გრიგოლის მიხედვით, არამედ კითხვის დასმა მოძრაობის სახეობათა სულიერი შინაარსის მიმართ და მათი სპეციფიკის გამოვლენა სხვადასხვა ონტოლოგიურ რეგისტრში. ხსენებული პრობლემატიკა თავს იყრის ცენტრალური თემის გარშემო სამყაროს, ადამიანისა და ღვთის ურთიერთმიმართების შესახებ, რის განხილვასაც გამოკვლევაში სამი შესაბამისი თავი ეძღვნება: თავი I. მოძრაობის ტიპები ქმნილ სამყაროში გრიგოლ ნოსელის მიხედვით; თავი II. მოძრაობის კატეგორია გრიგოლ ნოსელის ანთროპოლოგიაში; თავი III. მოძრაობა როგორც ღვთის პრედიკატი: გვიანპლატონური წანამძღვრები და კაპადოკიური ინოვაცია. მიუხედავად იმისა, რომ ნაშრომში თანმიმდევრულად მითითებულია წმ. გრიგოლის მოძღვრების პარალელები ფილოსოფიურ წანამძღვრებთან, ავტორი ასაბუთებს, რომ მოძღვრება სულიერი მოძრაობის შესახებ კაპადოკიელი მამის ნააზრევში ავთენტური ხასიათისაა.
Description
Keywords
მოძრაობა, დგომა, ქმნილება, ადამიანი, ღმერთი, გადაადგილება, ცვალებადობა, სულის მისტიკური აღსვლა, მოძრაობა ნეოპლატონურ მეტაფიზიკაში, მოძრაობა როგორც წმ. სამების პრედიკატი
Citation
საყოველთაო მოძრაობის ღვთისმეტყველება: ინოვაცია და ტრადიცია გრიგოლ ნოსელის ნააზრევში, თბილისი, ლოგოსი, 2018, 170 გვ./ The Theology of the Total Movement: Innovation and Tradition in Gregory of Nyssa’s Thought, Tbilisi, Logos, 2018, 170 p.
Collections