უნივერსიტეტების ინკლუზიურობის აღქმა განათლების მეცნიერებათა მიმართულების სტუდენტებში

dc.contributor.authorმახარაძე, თამარ
dc.contributor.authorქიტიაშვილი, ანასტასია
dc.contributor.authorგაგოშიძე, თამარ
dc.contributor.authorMakharadze, Tamar
dc.contributor.authorKitiashvili, Anastasya
dc.contributor.authorGagoshidze, Tamar
dc.date.accessioned2023-07-12T14:49:39Z
dc.date.available2023-07-12T14:49:39Z
dc.date.issued2023-06-29
dc.description.abstractმოცმული კვლევა წარმოადგენს კვლევითი პროექტის ნაწილს, რომელიც განხორციელდა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ საგრანტო პროექტის - ,,მასწავლებლები ინკლუზიური განათლების მხარდასაჭერად“,(გრანტი №FR-21-3869) - ფარგლებში. აღნიშნულ კვლევაში გაანალიზებულია განათლების მეცნიერებათა მიმართულების სტუდენტების აღქმა მათი უნივერსიტეტის ინკლუზიურობის შესახებ. ასევე, შესწავლილია მათი, როგორც მომავლი მასწავლებლების შეხედულება, თუ რამდენად თვლიან თავს მზად, რომ ასწავლონ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს და ზოგადად, როგორ უყურებენ ინკლუზიური განათლების იდეას. არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში ინკლუზიური განათლების ხარისხი დაბალია და ძირითად მიზეზად სწორედ მოქმედი მასწავლებლების დაბალი პროფესიული კომპეტენცია და ინკლუზიური განათლების მიმართ მათი არაადეკვატური დამოკიდებულებები სახელდება (მახარაძე და სხვებ.,2019; ჭინჭარაული & ჯავახიშვილი, 2014). კვლევა დაეყრდნო როდენობრივ მეთოდს, კერძოდ, თვითადმინისტრირებადი კითხვარით შესწავლილი იყო სტუდენტების შეხედულებები ოთხ უნივერსიტეტში: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნიერსიტეტში. კითხვარი აგებულია 2011 წელს Tony Booth და Mel Ainscow -ს მიერ შემუშავებული ინკლუზიურობის ინდექსის (The Index for Inclusion) მიხედვით, რომელიც გამოყენებულია სკოლების ინკლუზიური ღირებულებების შესაბამისად განვითარებისათვის (Booth, T. and Ainscow, M. (2011) Index for Inclusion: Developing Learning and Participation in Schools. Centre for Studies on Inclusive Education, Bristol). ისევე როგორც ინკლუზიურობის ინდექსში, ჩვენ მიერ შემუშავებული კითხვარი შედგება სამი განზომილებისა და ექვსი ქვეგანზომილებისგან. ჩვენ მიერ ფორმულირებული კითხვარი შედგებოდა 44 კითხვისაგან - კითხვარმა გაიარა ვალიდაციის პროცესი - ვალიდაციაში მონაწილეობდა 761 სტუდენტი ზემოთ აღნიშნული ოთხი უნივერსიტეტიდან და 15 სფეროს ექსპერტი. კვლევა დაეყრდნო რეპრეზენტატულ შერჩევას - კვლევაში მონაწილეობა მიიღო ზემოაღნიშნული ოთხი უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალვრო-სამაგისტრო პროგრამის 302 სტუდენტმა. შედეგებმა აჩვენა, რომ სამიზნე უნივერსიტეტებში სტუდენტების მოსაზრებები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან. სტუდნეტების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ მათი უნივერსიტეტები ხელს უწყობენ უნივერსიტეტში ინკლუზიური კულტურის განვითარებას, ინკლუზიური პოლიტიკისა და პრაქტიკის დანერგვას; კვლევამ აჩვენა, რომ მომავალი მასწავლებლების მნიშვნელოვან ნაწილს გაუჭირდა იმის განსაზღვრა, არის თუ არა მზად ასწავლონ სსსმ მოსწავლეებსen_US
dc.identifier.urihttps://dspace.tsu.ge/handle/123456789/2232
dc.subjectინკლუზიური განათლება, ინკლუზიურობის ინდექსი, ინკლუზიურობის აღქმა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეen_US
dc.subjectInclusive education, index for inclusion, perception of inclusion, students with special educational needs and disability (SEND)en_US
dc.titleუნივერსიტეტების ინკლუზიურობის აღქმა განათლების მეცნიერებათა მიმართულების სტუდენტებშიen_US
dc.title.alternativePerception of inclusiveness among the students of Educational Sciences at Georgian universitiesen_US
dc.typeThesisen_US
Files
Original bundle
Now showing 1 - 1 of 1
Loading...
Thumbnail Image
Name:
TSU Makharadze Kitiashvili Gagoshidze.docx.pdf
Size:
59.32 KB
Format:
Adobe Portable Document Format
Description:
Abstract
License bundle
Now showing 1 - 1 of 1
No Thumbnail Available
Name:
license.txt
Size:
1.71 KB
Format:
Item-specific license agreed upon to submission
Description: