ჭოროხის წყალსაცავების კასკადით ბათუმის ზღვისპირეთში შექმნილი პრობლემების რეგულირების მეთოდიკა

Abstract
აბსტრაქტი: წყალსაცავის მიერ მდინარის ნატანის ხანგრძლივად გადაკეტვა ზღვისპირეთში პლაჟამგები მასალის პერმანენტულ დეფიციტს იწვევს. პროცესი გრძელდება ვიდრე წყალსაცავში დალექილი ნატანი ზღვრულ სიდიდეს მიაღწევს და მდინარე ნატანის ტრანსპორტირების საწყის უნარს აღიდგენს. პროცესის ხანგრძლივობა დამოკიდებულია წყალსაცავის რეგულირების ტიპზე, მისი მოცულობისა და ნატანის წლიური მოცულობის შეფარდებაზე (ფარდობაზე). სანაპირო დამცავი პლაჟები ნატანის დეფიციტის, მისი ნაპირგასწვრივი მიგრაციისა და ცვეთის გამო, პერმანენტულად მცირდება და ხშირად, კოლაფსითაც კი მთავრდება. ასეთი გარემოება მოსალოდნელია კახაბრის ვაკის სანაპირო პერიმეტრზე. ამჯერად კი, ზღვა სრული განადგურებით დაემუქრა სანაპიროს მას შემდეგ, რაც მდ. ჭოროხისა და აჭარისწყლის ნატანი მასალა ექვსი წყალსაცავისგან შექმნილმა კასკადმა გადაკეტა. იმის გათვალისწინებით, რომ ამ სანაპირო ზონის პლაჟწარმომქმნელი მასალის წყალქვეშა კანინონებში შთანთქმას აქვს ადგილი, პლაჟის ზოლს სრული აბრაზიული კოლაფსი ემუქრება. პროცესები ვითარდება ზღვის შტორმული აქტივობის, გეომორფოლოგიური, ურბანული და კლიმატური ფაქტორების ფონზე. მათი ვექტორების მიმართულების შესაბამისად შესაძლებელია პროცესის განვითარების მოსალოდნელი ტენდენციის პროგნოზი. წყალსაცავის ზემოქმედების არეში მდებარე ზღვისპირის დინამიკის გრძელვადიანი პროგნოზის მიზნით ავტორების მიერ შემუშავებულია ბუნებრივი და ანთროპოგენური ფაქტორების თანაშეხამებათა საკვლევი და საანალიზო მეთოდიკა. მისი გამოყენებით შესაძლებელია წყალსაცავის მიერ ზღვისპირეთზე ზემოქმედების ხანგრძლივობის გაანგარიშება _ ნატანის პერმანენტული შევსებისათვის ალტერნატიული წყაროს ძებნაძიებისა და სანაპიროს კონვეირული წესით კვების ვადების დაზუსტება.
Description
Keywords
Citation
Collections