ჭოროხის წყალსაცავების კასკადით ბათუმის ზღვისპირეთში შექმნილი პრობლემების რეგულირების მეთოდიკა

dc.contributor.authorგიორგი მეტრეველი / Gioergi Metreveli
dc.contributor.authorლია მაჭავარიანი / Lia Matchavariani
dc.contributor.authorნინო კარანაძე / Nino Karanadze
dc.date.accessioned2024-02-14T09:03:30Z
dc.date.available2024-02-14T09:03:30Z
dc.date.issued2022
dc.description.abstractაბსტრაქტი: წყალსაცავის მიერ მდინარის ნატანის ხანგრძლივად გადაკეტვა ზღვისპირეთში პლაჟამგები მასალის პერმანენტულ დეფიციტს იწვევს. პროცესი გრძელდება ვიდრე წყალსაცავში დალექილი ნატანი ზღვრულ სიდიდეს მიაღწევს და მდინარე ნატანის ტრანსპორტირების საწყის უნარს აღიდგენს. პროცესის ხანგრძლივობა დამოკიდებულია წყალსაცავის რეგულირების ტიპზე, მისი მოცულობისა და ნატანის წლიური მოცულობის შეფარდებაზე (ფარდობაზე). სანაპირო დამცავი პლაჟები ნატანის დეფიციტის, მისი ნაპირგასწვრივი მიგრაციისა და ცვეთის გამო, პერმანენტულად მცირდება და ხშირად, კოლაფსითაც კი მთავრდება. ასეთი გარემოება მოსალოდნელია კახაბრის ვაკის სანაპირო პერიმეტრზე. ამჯერად კი, ზღვა სრული განადგურებით დაემუქრა სანაპიროს მას შემდეგ, რაც მდ. ჭოროხისა და აჭარისწყლის ნატანი მასალა ექვსი წყალსაცავისგან შექმნილმა კასკადმა გადაკეტა. იმის გათვალისწინებით, რომ ამ სანაპირო ზონის პლაჟწარმომქმნელი მასალის წყალქვეშა კანინონებში შთანთქმას აქვს ადგილი, პლაჟის ზოლს სრული აბრაზიული კოლაფსი ემუქრება. პროცესები ვითარდება ზღვის შტორმული აქტივობის, გეომორფოლოგიური, ურბანული და კლიმატური ფაქტორების ფონზე. მათი ვექტორების მიმართულების შესაბამისად შესაძლებელია პროცესის განვითარების მოსალოდნელი ტენდენციის პროგნოზი. წყალსაცავის ზემოქმედების არეში მდებარე ზღვისპირის დინამიკის გრძელვადიანი პროგნოზის მიზნით ავტორების მიერ შემუშავებულია ბუნებრივი და ანთროპოგენური ფაქტორების თანაშეხამებათა საკვლევი და საანალიზო მეთოდიკა. მისი გამოყენებით შესაძლებელია წყალსაცავის მიერ ზღვისპირეთზე ზემოქმედების ხანგრძლივობის გაანგარიშება _ ნატანის პერმანენტული შევსებისათვის ალტერნატიული წყაროს ძებნაძიებისა და სანაპიროს კონვეირული წესით კვების ვადების დაზუსტება.
dc.identifier.issn2587–5450
dc.identifier.urihttps://dspace.tsu.ge/handle/123456789/2413
dc.language.isoother
dc.relation.ispartofseriesახალი სერია; III (XXI)
dc.titleჭოროხის წყალსაცავების კასკადით ბათუმის ზღვისპირეთში შექმნილი პრობლემების რეგულირების მეთოდიკა
dc.title.alternativeსაქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების შრომები
dc.typeArticle
Files
Original bundle
Now showing 1 - 1 of 1
No Thumbnail Available
Name:
მეტრეველი გ. და სხვ._ჭოროხის წყალსაც. კასკადით ბათუმის ზღვისპირ. შექმნილი პრობლ. რეგულირ. მეთოდიკა_სგს შრომები. ახალი სერია III (XXI).pdf
Size:
1.7 MB
Format:
Adobe Portable Document Format
License bundle
Now showing 1 - 1 of 1
No Thumbnail Available
Name:
license.txt
Size:
1.71 KB
Format:
Item-specific license agreed upon to submission
Description:
Collections