გარემოს დაცვის სამართალი
| dc.contributor.author | ყალიჩავა, კობა | |
| dc.date.accessioned | 2026-02-17T11:41:50Z | |
| dc.date.available | 2026-02-17T11:41:50Z | |
| dc.date.issued | 2018 | |
| dc.description | ნაშრომი უმეტესად მონოგრაფიული ხასიათისაა, თუმცა ის შესაძლებელია აგრეთვე გამოიყენოთ სახელმძღვანელოდ. ის დახმარებას გაუწევს პოლიტიკურ ინსტიტუციებსაც, რომლებიც ვალდებული არიან, საქართველოს კანონმდებლობა დააახლოვონ ევროპულ კანონმდებლობასთან. ის გან საკუთრებით საინტერესო უნდა იყოს ამ საკითხით დაინტერესებული დოქტორანტებისა და პროფესორმასწავლებლებისათვის. | |
| dc.description.abstract | ავტორის წინათქმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებამ, საქართველოში გარემოსდაცვის პოლიტიკისა და სამართლის მიმართ სამეცნიერო ინტერესი გაზარდა. ამ სფეროს განვითარებამ რამდენიმე ძირითადი ეტაპიგანვლო. დამოუკიდებლობიდან „ვარდების რევოლუციამდე“ პერიოდში გარემოს დაცვის კა ნონმდებლობა ქაოტურად და მექანი კურად შეიქმნა. ეს იყო ელსტერისეული ე.წ. „ერთდროულობის დილემის“ სახელით ცნობილი ეტაპი, როცა ქვეყანა ყველა მიმართულებით ატარებ და რეფორმას – თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის, პოლიტიკური რეჟიმის ტრანსფორმაციისა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის შექმნის მიმართულებით. მართალია მაშინ გარემოს დაცვის სფეროში უცხოური გამოცდილების საფუძველზე ბევრი საბაზისო კანონმდებლობა შეიქმნა, თუმცა შინაარსობრივად ის აცდენილი იყო მაშინდელ სოციალურ-ეკონომიკურ რეალობას და შესაბამი სად მას ცხოვრებაში არც უმუშავია. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ბიზნესის კეთების რეიტინგების პრიორიტეტულობა გახდა ახალი კანონმდებლობის შექმნის იდეოლოგიური საფუძველი. ამიტომ, პირველ რიგში, გაუქმდა 90-იან წლებში შექმნი ლინორმების დიდი უმრავლე სობა, რომელიც ფორმალურად (ანუ წიგნებში და არა მოქმე დე ბაში) ევროპულ ღირებულებებზე იყო ორიენტირებული. მაშინ დერეგულირების პოლიტიკა არაფერს ისე მკაცრად არ შეხებია, როგორც ეს გარე მოს დაცვის შემთხვევაში მოხდა. ეს იყო მეორე უკიდურესობა, როცა მაშინ დელმა სოციალურ-ეკონომიკურმა სინამდვილემ განა- პირობა უკვე შინაარსობრივად არას წორი კანონმდებლობის გაჩენა. ევროკავშირთან ასოცირებით ნაკისრი ვალდებულებები ერთდროულად გარდამტეხი და დამაბნეველი ფაქტორი აღმოჩნდა. საქმე ის იყო, რომ დე- რეგულირების პოლიტიკი სა და ე.წ. „ველური ლიბერალიზმის“ შემდეგ, აბსოლუტურად რეგულაციური პოლიტიკისკენ აღებულმა კურსმა დაბა- და ლეგიტიმური კითხვა-რამდენად შეიძლება ამ სფეროში ერთდროულად კიდევ ერთი „ახალი სამართლის“, აწ უკ ვე „ას ოცირებული სამართ- ლის“ შექ მნა? ნაშრომის ერთი ნაწილი სწორედ ამ საკმაოდ საკამათო საკითხის გარკვევას ეხება. მეორე ნაწილში კი გარემოს დაცვის ჰორიზონტა- ლური კანონმდებლობის მაგალითზე ნაჩვენებია განვითარების უდავოდ დამაიმედებელი დინამიკა. რაც აქ შეიძლება ითქვას, არის პასუხი 2016 წელს გამოქვეყნებულ მონოგრაფიაში გამოთქმულ ვარაუდზე, რომ „მართალია, ევროინტეგრაციის ჭრილში განხორციელებული რეფორმის შედე -გად, ამ წიგნში გამოთქმული ბევრი მოსაზრება, სავარაუდოდ, თავის აქტუალურობასაც დაკარგავს, თუმცა, ბუნებრივია, საბოლოო მიზანიც ეს იყო და ამან მხოლოდ სიხარული შეიძლება მიანიჭოს ავტორს.“ განვლილმა პერიოდმა და ჩატარებულმა რეფორმებმა ეს ვარაუდი გაამართლა. წიგ ნში გამოთქმულ ბევრ მოსაზრებას მართლაც დაეკარგა აქტუალობა. თუმცა სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნისთვის მხოლოდ კარგი კანონე ბის შექმნა არ არ ის საკმარისი. მას უნდა დაემატოს ღირებულებებზე ორიენტირებული მმართველობითი კულტურაც. სწორედ ამ ყოველივეზე იქ ნება საუბარი წინამ დებარე წიგნში. | |
| dc.description.sponsorship | სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი | |
| dc.identifier.citation | გარემოს დაცვის სამართალი, თბილისი, 2018, 352-გვ. | |
| dc.identifier.isbn | 978-9941-8-0773-2 | |
| dc.identifier.uri | https://dspace.tsu.ge/handle/123456789/2684 | |
| dc.language.iso | other | |
| dc.publisher | ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა | |
| dc.title | გარემოს დაცვის სამართალი | |
| dc.type | Book |
Files
Original bundle
1 - 1 of 1
No Thumbnail Available
- Name:
- გარემოს დაცვის სამართალი, ყდა+შიგთავსი, 2018.pdf
- Size:
- 2.1 MB
- Format:
- Adobe Portable Document Format
License bundle
1 - 1 of 1
No Thumbnail Available
- Name:
- license.txt
- Size:
- 1.71 KB
- Format:
- Item-specific license agreed upon to submission
- Description: