ანტიკური ხანის ბერძნულ-ლათინური წარწერები, როგორც საქართველოს ისტორიის წყარო

Abstract
ანტიკური ხანის ბერძნული და ლათინური ეპიგრაფიკული ძეგლები საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. მათ გარეშე ანტიკური ხანის იბერიის/ ქართლის ისტორია მხოლოდ გვიანდელ ქართულ და თანადროულ ბერძნულ-რომაულ ნარატიულ წყაროებზე იქნებოდა დაფუძნებული, რაც მნიშვნელოვანი ასპექტების დაზუსტების საშუალებას საკმარისად არ იძლევა. დასავლეთ საქართველოს (კოლხეთი) ისტორია, დასავლურქართული ისტორიული მეხსიერების დენონსაციის გამო, ფაქტობრივად სრულად ბერძნულ-რომაულ ნარატიულ, ეპიგრაფიკულ და ნუმიზმატიკურ წყაროებზეა დამოკიდებული. წინამდებარე მონოგრაფია მიზნად ისახავს, უკანასკნელი აღმოჩენების კვალდაკვალ, ბერძნული და ლათინური ეპიგრაფიკული წყაროების როგორც ახლებურ ინტერპრეტაციას, ისე რამდენიმე ახალი წარწერის შემოტანას სამეცნიერო მიმოქცევაში. წიგნი განკუთვნილია როგორც სპეციალისტებისთვის, ისე საქართველოს ისტორიით და ბერძნულ-რომაული ეპიგრაფიკით დაინტერესებული მკითხველთა ფართო წრისათვის. Greek and Latin Inscriptions from Classical Antiquity represent very important source of Georgian History. If not them, history of Kartli/Iberia would have been based only on later Georgian or contemporary Greek and Roman narrative sources and this is not sufficient. On the other hand, history of western Georgia (Colchis), as a result of denunciation of western Georgian historical memory, is based mostly on Greek and Roman narrative, epigraphic and numismatic material. The book intends to bring in fresh interpretations on well-known Greek and Latin inscriptions and also introduce some new ones to scientific community. The book is intended for scholars, also for the wider audience interested in history of Georgia and in Greek and Latin epigraphy as well.
Description
პროექტი „ანტიკური ხანის ბერძნულ-რომაული ეპიგრაფიკა, როგორც საქართველოს ისტორიის წყარო“ განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის მეშვეობით./ The Project “Greek and Roman Epigraphy of the Graeco-Roman Era as a Source for Georgian History” was supported by Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia (SRNSFG).
Keywords
იბერია, კოლხეთი, ბერძნული წარწერები, რომი, საბერძნეთი, კოლხი მონები, რომის იმპერატორები
Citation
ანტიკური ხანის ბერძნულ-ლათინური წარწერები, როგორც საქართველოს ისტორიის წყარო, თბილისი: სამშობლო, 2023, 784 გვ./ Greek and Latin Inscriptions from Classical Antiquity for History of Georgia, Tbilisi: Samshoblo, 2023, 784 p.
Collections