სსსმ სტუდენტების საჭიროების ანალიზი ინკლუზიური განათლების პოლიტიკის, ინსტიტუციური მართვისა და სწავლა-სწავლების დონეზე

dc.contributor.authorკუტალაძე, ია
dc.contributor.authorდოლიძე, სოფიო
dc.contributor.authorლიპარტელიანი, თამარ
dc.contributor.authorწულაია, ნინო
dc.contributor.authorბახუტაშვილი, სოფიო
dc.contributor.authorგაბუნია, მაია
dc.contributor.authorმიმინოშვილი, თეონა
dc.contributor.authorKutaladze, Ia
dc.contributor.authorDolidze, Sofio
dc.contributor.authorLiparteliani, Tamara
dc.contributor.authorTsulaia, Nino
dc.contributor.authorBakhutashvili, Sophio
dc.contributor.authorGabunia, Maia
dc.contributor.authorMiminoshvili, Teona
dc.date.accessioned2023-07-12T14:44:13Z
dc.date.available2023-07-12T14:44:13Z
dc.date.issued2023-06-29
dc.description.abstractკვლევა (რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით ჩატარდა) მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების საფეხურზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) სტუდენტების წინაშე მდგარი გამოწვევების კომპლექსურ შეფასებასა და იმ ბარიერების იდენტიფიცირებას, რომლებიც მათ სწავლას, დასაქმებას და, შესაბამისად, საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანაბარ მონაწილეობას აბრკოლებს. ინკლუზიური გარემო და სსსმ/შშმ სტუდენტთა საჭიროებებზე მორგებული სერვისების ხელმისაწვდომობა საქართველოს 10 უნივერსიტეტში შეფასდა; გააანალიზდა ფიზიკური გარემოსა და ინფრასტრუქტურის, აკადემიური და ექსტრაკურიკულარული პროგრამების, IC ტექნოლოგიების, ციფრული სივრცეების, ბიბლიოთეკების, კარიერული თუ სხვა მნიშვნელოვანი სერვისების აკომოდაცია და ხელმისაწვდომობა სსსმ/შშმ სტუდენტებისთვის, ასევე, ინკლუზიური განათლებისადმი დამოკიდებულებები და მასთან ასოცირებული ბარიერები. კვლევის შედეგები ასეთია: ინკლუზიური განათლების პოლიტიკა საქართველოში: საქართველოში მოქმედი კანონები არადისკრიმინაციულია, თუმცა ისინი ინკლუზიური განათლების უფლებას განათლების უმაღლეს საფეხურზე სრულად ვერ უზრუნველყოფს; ინკლუზიური განათლების საუნივერსიტეტო პოლიტიკა: უნივერსიტეტებში უმეტესად არ არსებობს ინსტიტუციური მარეგულირებელი ჩარჩოები, მკაფიო პრიორიტეტები და ინკლუზიური ორგანიზაციული კულტურა იმისათვის, რომ ეფექტურად მოხდეს სსსმ/შშმ სტუდენტების ჩართვა უმაღლეს განათლებაში და სწავლა-სწავლების პროცესის გონივრული მისადაგება. ინსტიტუციური მართვა, ინფრასტრუქტურა: უსდ-ებში ინკლუზიური პროცესების მართვა და ბარიერების აღმოფხვრა, ძირითადად, ნაკლებად პროაქტიულია და მხოლოდ პრობლემის გამოვლენის შემდეგ მასზე რეაგირებით შემოიფარგლება. ინფრასტრუქტურის ადაპტირების დროს ყურადღება უმეტესად გამახვილებულია ფიზიკური შეზღუდვის მქონე სტუდენტების საჭიროებებზე. სწავლა და სწავლება: სსსმ სტუდენტების სწავლების პროცესში არსებული გამოწვევებისა და ბარიერების (უსდ-ს პერსონალის კომპეტენცია, სასწავლო რესურსები, დამხმარე საშუალები) ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი უსდ-ებში ინკლუზიური სწავლების მიმართ სისტემური მიდგომის არარსებობაა. დამოკიდებულებები: მიუხედავად იმისა, რომ საკვლევი სეგმენტის მიმართ სტიგმატიზაციის პრობლემა საუნივერსიტეტო საზოგადოებაში არ გამოვლენილა, ამ პროცესის ირიბ ხელშეწყობად შეიძლება ჩაითვალის პოზიტიური დისკრიმინაციის მიდგომები.en_US
dc.identifier.urihttps://dspace.tsu.ge/handle/123456789/2231
dc.subjectუსდ-ების ინკლუზიური პოლიტიკა, ინფრასტრუტურული ბარიერები, სწავლა-სწავლების ბარიერები, სტიგმა/თვითსტიგმა.en_US
dc.subjectInclusive policy of higher education institutions, infrastructural barriers, learning-teaching barriers, stigma/self-stigmaen_US
dc.titleსსსმ სტუდენტების საჭიროების ანალიზი ინკლუზიური განათლების პოლიტიკის, ინსტიტუციური მართვისა და სწავლა-სწავლების დონეზეen_US
dc.title.alternativeNeeds assessment of the students with special educational needs at the level of inclusive education policy, institutional management, and teaching-learning processen_US
dc.typeThesisen_US
Files
Original bundle
Now showing 1 - 1 of 1
Loading...
Thumbnail Image
Name:
TSU Ia Kutaladze others.docx.pdf
Size:
227.75 KB
Format:
Adobe Portable Document Format
Description:
Abstract
License bundle
Now showing 1 - 1 of 1
No Thumbnail Available
Name:
license.txt
Size:
1.71 KB
Format:
Item-specific license agreed upon to submission
Description: