გეოგრაფიული გარემოს როლი ეთნოგენეზისსა და ეთნიკურ ისტორიაში

Abstract
აბსტრაქტი. გეოგრაფიული გარემო უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ეთნოგენეზისისა და ეთნიკური ისტორიის პროცესში. გეოგრაფიული დეტერმინიზმის მსოფლმხედველობითი კონცეფციის წარმომადგენლები სწორედ გეოგრაფიულ გარემოს მიიჩნევენ საზოგადოების განვითარების განმსაზღვრელ ფაქტორად, ხოლო ზოგიერთი მკვლევარი ეთნოსს, პირველ რიგში, გეოგრა- ფიულ-ბიოლოგიურ და არა სოციალურ-კულტურულ ფენომენად თვლის. ნებისმიერი ეთნოსის ჩამოყალიბება (ეთნოგენეზისი) ხდება გარკვეულ გეოგრაფიულ, კერძოდ, ლანდშაფტურ გარემოში, რაც განსაზღვრავს კიდეც ეთნოსის ანთროპოლოგიურ და კულტურულ მახასიათებლებს (მეურნეობის ტიპი,საცხოვრებლის ფორმა,ჩაცმულობა,საკვები,აგრეთვე ენა და სულიერი კულტურა). ამა თუ იმ ხალხის ეთნოგენეზისი, როგორ წესი, სხვადასხვა ეთნოსების ურთიერთმოქმედების (მიქსაცია, ასიმილაცია, სეპარაცია)შედეგია,რაც იმას მიგვანიშნებს, რომ ეთნოგენეზისსა და ეთნიკურ ისტორიაში დიდ როლს ასრულებს მიგრაციული პროცესები და არაერთი ეთნოსის წარმოშობა ადგილობრივი და მოსული ეთნოსების ურთიერთქმედების შედეგია. მაგრამ თვით ამ მიგრაციების ანუ ხალხთა მასობრივი გადასახლებების (განსაკუთრებით ძველ და შუა საუკუნეების პერიოდებში) მიზეზი, ძირითადად, გეოგრაფიული გარემოს გაუარესება, მიწების დეგრადაცია, კლიმატის ცვლილება და ბიორესურსების დეფიციტი იყო. სტატიაში გატარებულია აზრი, რომ გეოგრაფიულმა ფაქტორებმა განაპირობა არაერთი მასობრივი მიგრაცია, რამაც არსებითი როლი შეასრულა მთელი რიგი ხალხების ეთნოგენეზისში და საფუძვლიანად შეცვალა მსოფლიოს ეთნიკური რუკა. ასევე, სტატიაში გამოყოფილია მოსული და დამხვდური ეთნოსების ურთიერთქმედების შესაძლო შედეგის ექვსი სხვადასხვა ვარიანტი და მოყვანილია შესაბამისი მაგალითები.
Description
Keywords
Citation
Collections