გეოგრაფიული გარემოს როლი ეთნოგენეზისსა და ეთნიკურ ისტორიაში

dc.contributor.authorზურაბ დავითაშვილი / Zurab Davitashvili
dc.date.accessioned2024-02-12T12:48:11Z
dc.date.available2024-02-12T12:48:11Z
dc.date.issued2022
dc.description.abstractაბსტრაქტი. გეოგრაფიული გარემო უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ეთნოგენეზისისა და ეთნიკური ისტორიის პროცესში. გეოგრაფიული დეტერმინიზმის მსოფლმხედველობითი კონცეფციის წარმომადგენლები სწორედ გეოგრაფიულ გარემოს მიიჩნევენ საზოგადოების განვითარების განმსაზღვრელ ფაქტორად, ხოლო ზოგიერთი მკვლევარი ეთნოსს, პირველ რიგში, გეოგრა- ფიულ-ბიოლოგიურ და არა სოციალურ-კულტურულ ფენომენად თვლის. ნებისმიერი ეთნოსის ჩამოყალიბება (ეთნოგენეზისი) ხდება გარკვეულ გეოგრაფიულ, კერძოდ, ლანდშაფტურ გარემოში, რაც განსაზღვრავს კიდეც ეთნოსის ანთროპოლოგიურ და კულტურულ მახასიათებლებს (მეურნეობის ტიპი,საცხოვრებლის ფორმა,ჩაცმულობა,საკვები,აგრეთვე ენა და სულიერი კულტურა). ამა თუ იმ ხალხის ეთნოგენეზისი, როგორ წესი, სხვადასხვა ეთნოსების ურთიერთმოქმედების (მიქსაცია, ასიმილაცია, სეპარაცია)შედეგია,რაც იმას მიგვანიშნებს, რომ ეთნოგენეზისსა და ეთნიკურ ისტორიაში დიდ როლს ასრულებს მიგრაციული პროცესები და არაერთი ეთნოსის წარმოშობა ადგილობრივი და მოსული ეთნოსების ურთიერთქმედების შედეგია. მაგრამ თვით ამ მიგრაციების ანუ ხალხთა მასობრივი გადასახლებების (განსაკუთრებით ძველ და შუა საუკუნეების პერიოდებში) მიზეზი, ძირითადად, გეოგრაფიული გარემოს გაუარესება, მიწების დეგრადაცია, კლიმატის ცვლილება და ბიორესურსების დეფიციტი იყო. სტატიაში გატარებულია აზრი, რომ გეოგრაფიულმა ფაქტორებმა განაპირობა არაერთი მასობრივი მიგრაცია, რამაც არსებითი როლი შეასრულა მთელი რიგი ხალხების ეთნოგენეზისში და საფუძვლიანად შეცვალა მსოფლიოს ეთნიკური რუკა. ასევე, სტატიაში გამოყოფილია მოსული და დამხვდური ეთნოსების ურთიერთქმედების შესაძლო შედეგის ექვსი სხვადასხვა ვარიანტი და მოყვანილია შესაბამისი მაგალითები.
dc.identifier.issn2587–5450
dc.identifier.urihttps://dspace.tsu.ge/handle/123456789/2409
dc.language.isoother
dc.relation.ispartofseriesახალი სერია; III (XXI)
dc.titleგეოგრაფიული გარემოს როლი ეთნოგენეზისსა და ეთნიკურ ისტორიაში
dc.title.alternativeსაქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების შრომები
dc.typeArticle
Files
Original bundle
Now showing 1 - 1 of 1
No Thumbnail Available
Name:
დავითაშვილი ზ. _ გეოგრ. გარემოს როლი ეთნოგენ. და ეთნ. ისტორიაში_სგს შრომები. ახალი სერია III (XXI).pdf
Size:
618.94 KB
Format:
Adobe Portable Document Format
License bundle
Now showing 1 - 1 of 1
No Thumbnail Available
Name:
license.txt
Size:
1.71 KB
Format:
Item-specific license agreed upon to submission
Description:
Collections