მუნიციპალური სამართალი, ძირითადი კონცეფციები, ევროპული ქარტია და საქართველო მე-3, 775
Loading...
Date
2025
Authors
Journal Title
Journal ISSN
Volume Title
Publisher
„მერიდიანი“
Abstract
ნაშრომი შემუშავებულ იქნა თსუ-ს საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით მოღვაწე აკადემიური გუნდის მონაწილეობით. მისი მიზანია საკუთარი წვლილი შეიტანოს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალური) სამართლის განვითარების სფეროში, შეავსოს არსებული აკადემიური ნაშრომების მცირე რაოდენობა და წაახალისოს სამეცნიერო დისკუსია.
ნაშრომი განიხილავს მუნიციპალური (ადგილობრივი თვითმმართველობის) სამართალის სფეროში არსებულ ძირითად კონცეფციებს, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის „სტანდარტებსა“ და საქართველოს კანონმდებლობას. ამასთან, ნაშრომი აგრეთვე ყურადღებას უთმობს ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტის განვითარების თანამედროვე ტენდენციების მიმოხილვას, ქარტიის ხელმომწერი _ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პრაქტიკის აღწერას და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში ევროპის საბჭოს ორგანოების მიდგომებისა და რეკომენდაციების გადმოცემასა და განმარტებას.
სხვადასხვა საკითხის ანალიზისას წიგნში გამოყენებულია პრაქტიკულ მაგალითები და შედარებები, რომლებიც მკითხველს შინაარსის სწორად გაგებაში დაეხმარება. საქართველოში არსებული სამართლებრივი და პრაქტიკული გარემოს შეფასებისას ნაშრომში ასევე განხილულია საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მწირი, თუმცა მნიშვნელოვანი პრაქტიკა, რაც ამ სფეროში პირველად განხორციელდა.
The paper was prepared with the involvement of an academic team specializing in constitutional law at Tbilisi State University. Its objective is to contribute to the development of local self-government (municipal) law in Georgia, to address the scarcity of existing academic literature in this field, and to encourage scholarly debate.
The study examines the key concepts within the field of municipal (local self-government) law, the “standards” set by the European Charter of Local Self-Government, and the relevant Georgian legislation. It also reviews contemporary trends in the development of the local self-government institution, describes the practice of Council of Europe member states that are signatories to the Charter, and outlines and interprets the approaches and recommendations of various Council of Europe bodies in this domain.
In analyzing different issues, the book employs practical examples and comparative perspectives to facilitate the reader’s understanding of the subject matter. When assessing the legal and practical environment in Georgia, the study also addresses the limited but important case law of the Supreme Court of Georgia and the Constitutional Court of Georgia, which represents the first judicial developments in this field.
Description

წიგნი სულ შედგება თხუთმეტი თავისგან. თავები აგებულია შემდეგი სტრუქტურით: პირველი თავის ნაწილი ეძღვნება ძირითადი კონცეფციების, პრინციპებისა და ტერმინებისა განმარტებას, მეორე ნაწილი მიმოიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიით დადგენილ სახელმძღვანელო სტანდარტებს, ხოლო მესამე ნაწილი აღწერს და აანალიზებს საქართველოს კანონმდებლობას.
ნაშრომი პირველად გამოიცა 2023 წელს. ნაშრომის მეორე 2024 წლის გამოცემაში შევიდა ცვლილებები, რომელიც ასახავს საქართველოს კანონმდებლობაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეტანილ ცვლილებებს და მათ შეფასებას. აგრეთვე განხორციელდა ნაშრომის ცალკეული ნაწილების რედაქციულ-სტილისტური და შინაარსობრივი გადამუშავება. მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა ნაშრომის 2.2, 4.8, 4.2.2, 7.4.2, 9.4.1, 11.1.2, 11.3.5, 11.3.6, 11.3.8.1, 13.11.8.1 ნაწილებში.
ნაშრომის მესამე 2025 წლის გამოცემაში აისახა ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, აგრეთვე რედაქციულად გაიმართა და შინაარსობრივად შეივსო ნაშრომის ზოგიერთი ნაწილი. მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა 2.2, 7.4.2, 7.6, 7.8, 10.5, 10.6, 10.8, 12.6.3 ნაწილებში და დანართ N11-ში.
The paper was prepared with the involvement of an academic team specializing in constitutional law at Tbilisi State University. Its objective is to contribute to the development of local self-government (municipal) law in Georgia, to address the scarcity of existing academic literature in this field, and to encourage scholarly debate.
The study examines the key concepts within the field of municipal (local self-government) law, the “standards” set by the European Charter of Local Self-Government, and the relevant Georgian legislation. It also reviews contemporary trends in the development of the local self-government institution, describes the practice of Council of Europe member states that are signatories to the Charter, and outlines and interprets the approaches and recommendations of various Council of Europe bodies in this domain.
In analyzing different issues, the book employs practical examples and comparative perspectives to facilitate the reader’s understanding of the subject matter. When assessing the legal and practical environment in Georgia, the study also addresses the limited but important case law of the Supreme Court of Georgia and the Constitutional Court of Georgia, which represents the first judicial developments in this field.
The book consists of fifteen chapters in total. Each chapter follows a common structure: the first part explains the fundamental concepts, principles, and terminology; the second part examines the guiding standards established by the European Charter of Local Self-Government; and the third part describes and analyzes Georgian legislation.
The first edition of the study was published in 2023. The second edition, released in 2024, incorporates amendments reflecting legislative changes introduced in Georgia over the preceding year, along with their assessment. Additionally, several sections of the work underwent editorial, stylistic, and substantive revisions. Significant modifications were made to sections 2.2, 4.8, 4.2.2, 7.4.2, 9.4.1, 11.1.2, 11.3.5, 11.3.6, 11.3.8.1, and 13.11.8.1.
The third edition, published in 2025, reflects legislative amendments enacted in Georgia over the past year, and further contains editorial refinements and substantive updates to several parts of the book. Important changes were introduced to sections 2.2, 7.4.2, 7.6, 7.8, 10.5, 10.6, 10.8, 12.6.3, and Annex No. 11.
Keywords
Citation
კახიძე ირაკლი (რედ.), ნანა ჭიღლაძე, ვასილ გონაშვილი, მუნიციპალური სამართალი, ძირითადი კონცეფციები, ევროპული ქარტია და საქართველო, მესამე გამოცემა, ISBN 978-9941-34-836-5, თბილისი, მერიდიანი, 2025, 775 გვერდი.