Article
Permanent URI for this collection
Article
Browse
Browsing Article by Author "Grigolia, Tamta"
Now showing 1 - 1 of 1
Results Per Page
Sort Options
Item ქენეთ ვაითის გეოპოეტიკა და ვეფხისტყაოსნის სივრცე(უნივერსალი, 2019) გრიგოლია, თამთა; Grigolia, Tamtaთანამედროვე რუსთველოლოგიაში უკვე გაჟღერებულია, ვეფხისტყაოს�ნის ქაჯეთი რუსთველისეული მხატვრული ფანტაზიით წარმოსახული ციხე-ქალაქია, გეოპოეტიკური გააზრებით რომ ვთქვათ, ავტორისეული ტექსტ-სივრცეა, რომლის მკვიდრთაც ქაჯები მათი განსაკუთრებული მეომრული თვისებების, მიუწვდომლობისა და განსაკუთრებული ცოდნის (რომელსაც რუსთველი „გრძნების მცოდნელობასაც“1 უწოდებს) გამო შეარქვეს. მიმაჩნია, რომ პოემისეული ტექსტუალური სივრცის გეოპოეტიკურ ჭრილში გან�ხილვისას, აღნიშნული ეპიზოდები (ქაჯეთის ციხესთან და დევთა გამოქვაბულთან და�კავშირებული) საინტერესო მაგალითს გვაძლევს როგორც კოლექტიური მეხსიერების, ისე ლიტერატურული თვალსაზრისით მისი ინდივიდუალური მეხსიერების დონეზე გარდაქმნისა და ტექსტში გამოხატული ალტერნატიული გეოგრაფიის კუთხით, რაც ესოდენ დამახასიათებელია გეოპოეტიკური კონცეპტისათვის. რუსთველის პოემისეული სივრცის (ტექსტ-სივრცის) ინტერპრეტირება თანამედ�როვე ჰუმანიტარული კონცეპტის - გეოპოეტიკის ჭრილში საჭირო და მნიშვნელოვანია ვეფხისტყაოსნის საერთაშორისო ლიტერატურათმცოდნეობით დისკურსში უფრო აქ�ტიურად დასამკვიდრებლად.