Ideological Aspects of Discussion on the Roots of Georgian "Supra"

Loading...
Thumbnail Image
Date
2019
Journal Title
Journal ISSN
Volume Title
Publisher
Abstract
ნაშრომი მიზნად ისახავს ქართულ სუფრის ტრადიციის ფესვების შესახებ პუბლიკაციებში იდეოლოგიური ასპექტების განხილვას. ნაჩვენებია რომ დისკუსიის წამომწყებნი დასაწყისშივე აქცენტს ახდენდნენ ქართული კულტურის იდეოლოგიურ კრიტიკაზე, რომელიც შემდგომ კიდევ უფრო გამრავალფეროვნდა და ახალი მიმართულებები შეიძინა. დისკუსიის დროს იგნორირებულ იქნა ქართველ ეთნოგრაფთა კვლევები, რომლებიც ადასტურებდა ქართული სუფრის აუთენტურობას (ბარდაველიძე 1936, გოცირიძე, ღამბაშიძე, 2008)). დისკუსიის წამომწყები კონცეფცია სადღეგრძელოს კომპენსატორული ფუნქციის შესახებ ისტორიული წყაროთა მხოლოდ მცირე ნაწილს დაეყრდნო, სუფრა ქართული კულტურისთვის უმნიშვნელოდ მიიჩნია მე-19 საუკუნემდე და უგულებელყო სუფრის ცერემონიის მთავარი - რელიგიური საფუძველი (ბრეგაძე.ლ. 2000). შემდგომში სუფრის ტრადიციის ისტორიული ფესვების უგულებელყოფა კავკასიის მასშტაბით გაფართოვდა (Muelfried, 2006, Tuite, 2008). სუფრის ტრადიციის გენეზისსა და განმტკიცებაში წამყვან ფაქტორად მიიჩნეულ იქნა იმპერიული (Nodia, 2014) )და სტალინისტური ავტოკრატიზმი (Manning 2012, 2014)). დისკუსიის მორიგ ეტაპზე ავტორთა ჯგუფმა ეთნოგრაფების მხრიდან კრიტიკის მიუხედავად ისევ მოახდინა ისტორიული წყაროების იგნორირება და ქართული კულტურა ზოგადად შეაფასა როგორც მხოლოდ მატერიალურზე და არა სულიერებაზე ორიენტირებული (Manning, 2014),. საპასუხოდ ნაჩვენები იქნა მე- 15-17 საუკუნეების ისტორიულ წყაროთა, კერძოდ, ინტერიანოს, კასტელის, ჯუდიჩე მილანელის, დე ლუკასა, ვოლკონსკის და თეიმურაზ მეორის ნაწარმოებთა საფუძველზე ქართული და კავკასიური სუფრის ცერემონიისა და პიროვნული ურთიერთობების აუთენტური ხასიათი. ბოლოდროინდელ პუბლიკაციებში სუფრის მნიშვნელობა საქართველოში ისევ მხოლოდ მე-20 საუკუნიდან აღინიშნება როგორც იმპერიასთან დაპირისპირების არაფორმალური ინსტიტუტის ფუნქციონირების შედეგი რელიგიური საზრისის უგულებელყოფის საფუძველზე და სადღეგრძელოს, როგორც სუფრის მოძველებულ ატრიბუტს - ჩრდილოვანი ეკონომიკის შემცირების თანმხლებ მოვლენას, ინტერნეტში განთავსებულ არაფორმალურობის ენციკლოპედიაში ცალკე სტატია ეძღვნება (Muelfried, 2018). ქართული ტრადიციული სუფრის სადღეგრძელოები იდენტობის თვითდამკვიდრების ან იდეოლოგიური მეტოქეობის რეპრეზენტაციად განიხილება და ტრადიციული სუფრა კი რუსული ნადიმის გაქართულებად. შესაბამისად ქართული სუფრის ფესვები რუსული კოლონიზაციის ეტაპით თარიღდება (Ram, 2018). ნაშრომში ნაცადია იდეოლოგიური მიდგომის ინტენსიფიკაციის მიზეზების ანალიზი ნეოლიბერალური გლობალიზაციის ტენდენციების გათვალისწინებით
Description
Keywords
სოციალური ფსიქოლოგია, ქართული სუფრა, სადღეგრძელო, თამადა, კულტურის ფსიქოლოგია, ნეოლიბერალიზმი, გლობალიზაცია, იდეოლოგია
Citation
Collections