Abstract:
მონოგრაფიის მიზანია ვაჟა-ფშაველას მხატვრულ და პუბლიცისტურ მემკვიდრეობაში წამოჭრილი ძირითადი ზნეობრივი პრობლემების ანალიზი, პოეტის ეთიკური და მოქალაქეობრივი მრწამსის დახასიათება.
ნაშრომში განხილულია შემდეგი საკითხები: ადამიანის ცხოვრების საზრისის საკითხი ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში; ტანჯვის ეთიკა ვაჟა-ფშაველას ლირიკულ პოეზიაში; სიკვდილის ეთიკურ-ესთეტიკური გაგება ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში; ვაჟა-ფშაველას ჰუმანიზმი; ეთიკური დილემის საკითხი ვაჟა-ფშაველას პოემა „სტუმარ-მასპინძელში“; სინდისის პრობლემა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში; ეთიკური პრობლემატიკა ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტიკაში.
წიგნი განკუთვნილია როგორც დამხმარე სახელმძღვანელო სტუდენტებისთვის, ასევე ვაჟა-ფშაველას შემოქმედებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.
The monograph aims to analyze the main ethical problems raised by Vazha-Pshavela in his artistic and publicist heritage, to characterize the poet's ethical and civic beliefs.
The following issues are discussed in the paper: The problem of the meaning and purpose of life in Vazha-Pshavela's work; Ethics of Suffering in Vazha-Pshavela Lyrical Poetry; Ethical-aesthetic understanding of death in Vazha-Pshavela's work; Vazha-Pshavela's Humanism; The issue of ethical dilemma in Vazha-Pshavela's epic poem "Host and Guest"; The problem of conscience in Vazha-Pshavela's literary heritage ; Ethical issues in Vazha-Pshavela's nonfiction.
The book is intended as an auxiliary guide for students, as well as for a wide range of readers interested in Vazha-Pshavela's creativity.