Olga Taxidou’s Medea – Woman and Empire in a World Torn Apart

Loading...
Thumbnail Image
Date
2020
Journal Title
Journal ISSN
Volume Title
Publisher
Abstract
ძველი ტექსტების ახლებურად გააზრებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მასალას კლასიკური ტრადიცია გვაწვდის. ევრიპიდეს ტრაგედია „მედეა“ კი ფემინიზმის იდეების წარმოჩენისთვის პარადიგმატულ პიესადაა მოაზრებული. უკვე XX ს-ის დასაწყისის სუფრაჟისტთა მოძრაობაში მედეას ფიგურა ფენიმიზმის ხატად გვევლინება. რაც შეეხება XXI ს-ის პირველი ათწლეულების „მედეას“ მრავალმხრივ ინტერპრეტაციათ, სწორედ მისი ფემინისტური რეცეფციები იკავებს ამ დისკურსში ერთ-ერთ წარმმართველ ადგილს. ამ კუთხით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ფემინისტი მწერლის და დრამის სპეციალისტის - ოლგა ტაქსიდუს პიესა „მედეა“. მოხსენება განიხილავს ტაქსიდუს მედეას სახეს, როგორც ე.წ. „სხვის“ სახეს, რომელიც ამასთანავე სასოწარკვეთილ მებრძოლ ფემინისტად გვევლინება იმპერიისა და „მესამე სამყაროს“ ურთიერთობის ჭრილში, შეისწავლის ქალების ხვედრს, რომლებიც იმპერიალისტური პოლიტიკის ყველაზე მოწყვლად ნაწილს წარმოადგენენ. მოხსენება მიზნად ისახავს შემდეგი საკითხების ანალიზს: ა) მედეას თვალით დანახული ამ ორი სამყაროს ფასეულობათა ფუნდამენტური განსხვავების; ბ) მედეას ტოტალური გაუცხოვების, გაუცხოვებისა საკუთარი შვილებისგანაც კი, რომლებსაც ის იმპერიის ჯარისკაცებად განიხილავს; გ) „მედეას“ ცნობილი ქორალური ოდის („მედეა“, 410-430); დ) მედეას ამბივალენტური რეპრეზენტაციისა პიესის ფინალში - როგორც პიროვნებისა, რომელმაც დაკარგა თავისი იდენტობა და როგორც სატელევიზიო შოუს წამყვანისა, რომელიც უბედური ქალების ხვედრის შესახებ წარმართავს გადაცემას. მოხსენების დასკვნები საყურადღებო იქნება ქალი ავტორების მიერ უკვე არსებული ტექსტების გადააზრების დისკურსისთვის, რაც შეიძლება უფრო მასშტაბური პროცესის - არსებული კულტურული ნორმების ტრანსფორმაციის ნაწილად მოვიაზროთ.
Description
Keywords
Reception studies, Olga Taxidou, Medea, feminism, the Other, Modern drama, women studies, the empire and Third World
Citation
American Comparative Literature Assosiation Annual Meeting 2020, 19-22.03, Chicago