Women on Women:Two Modern Feminist Interpretations of the Medea Myth

Loading...
Thumbnail Image
Date
2021
Journal Title
Journal ISSN
Volume Title
Publisher
Abstract
ოდინდელ ტექსტთა გადამუშავება უმეტესწილად საუკუნოვან კითხვებზე ახალი პასუხების მოძიების მცდელობა გახლავთ. მწერლები ნაცნობ მატრიცებს ხშირად თავიანთი ეპოქის კრიზისების ანალიზისთვის იყენებენ. მედეას უძველესი მითოსი ფემინისტური პრობლემების გააზრების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დისკურსად გვევლინება, რომელშიც XX საუკუნის ბოლოდან მოყოლებული აქტიურად ჩაებნენ ქალი ავტორები. მოხსენება მიზნად ისახავს, გაანალიზოს ორი ქალი ავტორის მიერ დანახული მედეას ამბავი - ერთი გახლავთ ცნობილი ფემინისტი ავტორისა და დრამის სპეციალისტის, ოლგა ტაქსიდუს პიესა „მედეა“, ხოლო მეორე - ახალგაზრდა ქართველი პოსტმოდერნისტი ავტორის - მადი ბერიაშვილის პიესა სახელწოდებით „მედეა, როგორც მედეა“. ორივე პიესა წარმოგვიდგენს მედეას ამბავს ისე, როგორც ამას თავად მედეა ხედავს, ასე რომ, ტრადიციული მამრობითი ნარატივი ქალის თვალთახედვით არის გადმოცემული. მედეას ირგვლივ არსებული სამყარო განსხვავებულადაა დახატული მწერალთა მიერ. ტაქსიდუ პრობლემათა ფართე პანორამას წარმოგვიდგენს - იმპერიისა და მესამე სამყაროს ურთიერთობისა და ქალთა ხვედრისა ამ კონტექსტში, მაშინ, როდესაც ბერიაშვილის ყურადღების ცენტრში ექცევა მედეას ირგვლივ მყოფი მამაკაცების პერვერსიული ვნებები - იქნება ეს მედეასადმი მამის სექსუალური ლტოლვა თუ ოქროს საწმისის მოპოვების იასონისეული პათოლოგიური ვნება. განსხვავებათა მიუხედავად, ორივე ავტორი თვლის, რომ მედეას საშინელ შურისძიებაზე პასუხისმგებელი სწორედ მის ირგვლივ არსებული სამყაროა, რადგან მან გახადა მედეა ისეთი, როგორც ის არის. მოხსენების დასკვნები საყურადღებოა ქალების მიერ ლიტერატურის გადამუშავების დისკურსის შესწავლის კუთხით.
Description
Keywords
Reinterpretation, Medea, Olga Taxidou, Madi Beriashvili, Feminist discourse, Postmodern drama
Citation
American Comparative Literature Assosiation Annual Meeting 2021, 8-11.04, Virtual Conference