Book
Permanent URI for this collection
Book
Browse
Browsing Book by Author "ავდალიანი/ AVDALIANI, ემილ/ EMIL"
Now showing 1 - 2 of 2
Results Per Page
Sort Options
Item საქართველო და აბრეშუმის სავაჭრო გზები (VI-XIII სს.). Georgia and Silk Roads (VI-XIII cc.)(მერიდიანი/ Meridian Publishers, 2019) ავდალიანი/ AVDALIANI, ემილ/ EMILნაშრომში განხილულია VI-XIII საუკუნეებში მახლობელ აღმოსავლეთსა და კავკასიაზე გამავალი სავაჭრო მაგისტრალები. მიმოხილულია VI საუკუნეში აღმოსავლეთ რომის იმპერიის და სასანური ირანის ბრძოლა ლაზიკასა და სვანეთში არსებული სავაჭრო გზების გასაკონტროლებლად. წიგნში, ასევე, განხილულია XI-XIII საუკუნეებში ქართველების ექსპანსია სამხრეთით და რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი ერთიანი ქართული სამეფოს მიერ რეგიონული მნიშვნელობის სავაჭრო გზებზე – თბილისი-განჯა-ბარდავი, დვინი-ანისი-ტრაპიზონი, ბარდავი-დარუბანდი და ა. შ. – გასვლის სურვილი იყო. ნაშრომში მიმოხილულია ქართული და უცხოური ისტორიოგრაფია და გაანალიზებულია გვიან ანტიკური და შუა საუკუნეების ბიზანტიური, სპარსულ-არაბული, სომხური და ქართული წერილობითი წყაროები. წიგნი განკუთვნილია როგორც გვიან ანტიკური და შუა საუკუნეების პერიოდის საქართველოსა და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის მკვლევრებისთვის, ასევე ზოგადად ისტორიით დაინტერესებული მკითხველისთვის.Item საქართველო და აბრეშუმის სავაჭრო გზები (XIII-XIV სს.). Georgia and Silk Roads (XIII-XIV cc.)(მერიდიანი/ Meridian Publishers, 2022) ავდალიანი/ AVDALIANI, ემილ/ EMILნაშრომში განხილულია XIII-XIV საუკუნეებში მახლობელ აღმოსავლეთსა და კავკასიაში გამავალი სავაჭრო გზები. დეტალურადაა მოცემული ჯალალ ად-დინის, მონღოლების და თემურ-ლენგის მიერ საქართველოზე განხორციელებული ლაშქრობების შედეგად სავაჭრო გზების განვითარების დინამიკაში გამოწვეული ცვლილებები. შესწავლილია თუ რა გავლენა მოახდინა ამან ქართულ მონარქიაზე და რა ნაბიჯებს დგამდნენ ქართველი მეფეები გაუარესებული სავაჭრო-ეკონომიკური მდგომარეობის გამოსასწორებლად. წიგნში მიმოხილულია საქართველოში და მის გარშემო XIII-XIV საუკუნეების სავაჭრო გზებზე არსებული ქართული და უცხოური ისტორიოგრაფია. გამოყენებულია ქართული, სომხური, სპარსული, არაბული და ევროპული წყაროები. ზოგ შემთხვევაში გამოთქმულია მოსაზრებები ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული იდეების გადასაფასებლად. წიგნი განკუთვნილია როგორც შუა საუკუნეების საქართველოს და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის მკვლევრებისთვის, ასევე, ზოგადად, ისტორიით დაინტერესებული მკითხველისთვის.