Constitutional Law Department
Permanent URI for this community
Constitutional Law Department
Browse
Browsing Constitutional Law Department by Title
Now showing 1 - 7 of 7
Results Per Page
Sort Options
Item ადგილობრივი თვითმმართველობის კონსტიტუციური რეგულირების ფარგლები(ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2021) კახიძე, ირაკლიადგილობრივი თვითმმართველობის გარანტიების კონსტიტუციაში განსაზღვრა ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი ავტონომიის დამკვიდრებისთვის მნიშვნელოვანი პირობაა. კონსტიტუციური გარანტიების არსებობა ქმნის მეტ შესაძლებლობას ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური განვითარების უზრუნველსაყოფად.Item მუნიციპალური სამართალი ძირითადი კონცეფციები, ევროპული ქარტია და საქართველო(მერიდიანი, 2023) კახიძე, ირაკლი (რედ.); ჭიღლაძე, ნანა; გონაშვილი, ვასილნაშრომი შემუშავებულ იქნა თსუ-ს საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით მოღვაწე აკადემიური გუნდის მონაწილეობით. მისი მიზანია საკუთარი წვლილი შეიტანოს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალური) სამართლის განვითარების სფეროში, შეავსოს არსებული აკადემიური ნაშრომების მცირე რაოდენობა და წაახალისოს სამეცნიერო დისკუსია. ნაშრომი განიხილავს მუნიციპალური (ადგილობრივი თვითმმართველობის) სამართალის სფეროში არსებულ ძირითად კონცეფციებს, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის „სტანდარტებსა“ და საქართველოს კანონმდებლობას. ამასთან, ნაშრომი აგრეთვე ყურადღებას უთმობს ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტის განვითარების თანამედროვე ტენდენციების მიმოხილვას, ქარტიის ხელმომწერი _ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პრაქტიკის აღწერას და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში ევროპის საბჭოს ორგანოების მიდგომებისა და რეკომენდაციების გადმოცემასა და განმარტებას. სხვადასხვა საკითხის ანალიზისას წიგნში გამოყენებულია პრაქტიკულ მაგალითები და შედარებები, რომლებიც მკითხველს შინაარსის სწორად გაგებაში დაეხმარება. საქართველოში არსებული სამართლებრივი და პრაქტიკული გარემოს შეფასებისას ნაშრომში ასევე განხილულია საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მწირი, თუმცა მნიშვნელოვანი პრაქტიკა, რაც ამ სფეროში პირველად განხორციელდა. წიგნი სულ შედგება თხუთმეტი თავისგან. თავები აგებულია შემდეგი სტრუქტურით: პირველი თავის ნაწილი ეძღვნება ძირითადი კონცეფციების, პრინციპებისა და ტერმინებისა განმარტებას, მეორე ნაწილი მიმოიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიით დადგენილ სახელმძღვანელო სტანდარტებს, ხოლო მესამე ნაწილი აღწერს და აანალიზებს საქართველოს კანონმდებლობას. ნაშრომი განკუთვნილია როგორც ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სასწავლო საფეხურის სტუდენტებისთვის, აგრეთვე შესაბამისი სფეროთი დაინტერესებული სამეცნიერო წრეებისა და პრაქტიკოსი საჯარო მოხელეებისთვის, რომლებსაც ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებთან უწევთ შეხება. ავტორები შეეცადნენ მრავალწლიანი პედაგოგიური, სამეცნიერო და პრაქტიკული გამოცდილება გამოეყენებინათ მარტივი სტრუქტურის, შინაარსობრივად ტევადი და პრაქტიკული მაგალითებით დატვირთული ნაშრომის შესაქმნელად, რომელიც, ვფიქრობთ, განსაკუთრებულ დახმარებას გაუწევს მკითხველს ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში არსებული ზოგიერთი რთული კონცეფციისა და პრაქტიკული საკითხის უკეთესად გასაგებად და შემდგომი სამეცნიერო დისკუსიის წასახალისებლად. The book outlines and analyzes the basic concepts of Municipal Law and the principles of local self-government as outlined by the European Charter of Local Self-Government. It describes how the charter’s principles are interpreted and practically implemented within the Council of Europe countries. Furthermore, the book represents and analyzes the local self-government system in Georgia in both theory and practice.Item მუნიციპალური სამართალი ძირითადი კონცეფციები, ევროპული ქარტია და საქართველო(მერიდიანი, 2023) კახიძე, ირაკლი (რედ.); გონაშვილი, ვასილ; ჭიღლაძე, ნანანაშრომი შემუშავებულ იქნა თსუ-ს საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით მოღვაწე აკადემიური გუნდის მონაწილეობით. მისი მიზანია საკუთარი წვლილი შეიტანოს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალური) სამართლის განვითარების სფეროში, შეავსოს არსებული აკადემიური ნაშრომების მცირე რაოდენობა და წაახალისოს სამეცნიერო დისკუსია. ნაშრომი განიხილავს მუნიციპალური (ადგილობრივი თვითმმართველობის) სამართალის სფეროში არსებულ ძირითად კონცეფციებს, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის „სტანდარტებსა“ და საქართველოს კანონმდებლობას. ამასთან, ნაშრომი აგრეთვე ყურადღებას უთმობს ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტის განვითარების თანამედროვე ტენდენციების მიმოხილვას, ქარტიის ხელმომწერი _ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პრაქტიკის აღწერას და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში ევროპის საბჭოს ორგანოების მიდგომებისა და რეკომენდაციების გადმოცემასა და განმარტებას. სხვადასხვა საკითხის ანალიზისას წიგნში გამოყენებულია პრაქტიკულ მაგალითები და შედარებები, რომლებიც მკითხველს შინაარსის სწორად გაგებაში დაეხმარება. საქართველოში არსებული სამართლებრივი და პრაქტიკული გარემოს შეფასებისას ნაშრომში ასევე განხილულია საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მწირი, თუმცა მნიშვნელოვანი პრაქტიკა, რაც ამ სფეროში პირველად განხორციელდა. წიგნი სულ შედგება თხუთმეტი თავისგან. თავები აგებულია შემდეგი სტრუქტურით: პირველი თავის ნაწილი ეძღვნება ძირითადი კონცეფციების, პრინციპებისა და ტერმინებისა განმარტებას, მეორე ნაწილი მიმოიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიით დადგენილ სახელმძღვანელო სტანდარტებს, ხოლო მესამე ნაწილი აღწერს და აანალიზებს საქართველოს კანონმდებლობას. ნაშრომი განკუთვნილია როგორც ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სასწავლო საფეხურის სტუდენტებისთვის, აგრეთვე შესაბამისი სფეროთი დაინტერესებული სამეცნიერო წრეებისა და პრაქტიკოსი საჯარო მოხელეებისთვის, რომლებსაც ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებთან უწევთ შეხება. ავტორები შეეცადნენ მრავალწლიანი პედაგოგიური, სამეცნიერო და პრაქტიკული გამოცდილება გამოეყენებინათ მარტივი სტრუქტურის, შინაარსობრივად ტევადი და პრაქტიკული მაგალითებით დატვირთული ნაშრომის შესაქმნელად, რომელიც, ვფიქრობთ, განსაკუთრებულ დახმარებას გაუწევს მკითხველს ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში არსებული ზოგიერთი რთული კონცეფციისა და პრაქტიკული საკითხის უკეთესად გასაგებად და შემდგომი სამეცნიერო დისკუსიის წასახალისებლად. The book outlines and analyzes the basic concepts of Municipal Law and the principles of local self-government as outlined by the European Charter of Local Self-Government. It describes how the charter’s principles are interpreted and practically implemented within the Council of Europe countries. Furthermore, the book represents and analyzes the local self-government system in Georgia in both theory and practice.Item პარლამენტის ავტონომიურობის პრინციპი პირველ ქართულ კონსტიტუციაში(ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2021) ჭიღლაძე, ნანაქართულ კონსტიტუციონალიზმში განუზომლად დიდია 1921 წლის კონსტიტუციის მნიშვნელობა. ის ეპოქალური მნიშვნელობის დოკუმენტი იყო, რომელმაც ხმამაღლა განაცხადა ცივილიზებულ მსოფლიოში ქართული სახელმწიფოს თანაცხოვრების ამბიცია. ხაზგასასმელია, რომ პირველ ქართულ კონსტიტუციაში გამორჩეულად შთამბეჭდავად გამოიყურება უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს სტატუსი. იმდროინდელი საქართველოს რესპუბლიკის საშინაო და საგარეო ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც წესი, სწორედ საქართველოს პარლამენტის კომპეტენციის ფარგლებში ექცეოდა. მის უფლებამოსილებაში შედიოდა წარმომადგენლობითი, საკანონმდებლო, საკონტროლო, დამფუძნებელი ფუნქციები. მაშინდელ მოაზროვნეებს და კანონშემოქმედებს, მიზნის მისაღწევად, ზუსტად ჰქონდათ გაცნობიერებული პარლამენტის ავტონომიის, მისი ორგანიზაციული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის დატვირთვა. შესაბამისად, ლოგიკური იყო 1921 წლის კონსტიტუციით ავტონომიის პრინციპის აღიარება და გარანტირება, მისი უზრუნველმყოფი მექანიზმების შექმნა. პირველი ქართული კონსტიტუციის დამფუძნებლებმა, მმართველობის დამკვიდრებული მოდელის შესაბამისად და ფარგლებში, მყარი სამართლებრივი საფუძველი შექმნეს საქართველოს პარლამენტის ავტონომიისა და ორგანიზაციული დამოუკიდებლობისთვის. მათ ჩამოაყალიბეს მთელი რიგი მექანიზმები, რომლებსაც იცნობდა საუკეთესო, ძირითადად, ევროპული პრაქტიკა, რომლებსაც უნდა უზრუნველეყო საკანონმდებლო ინსტიტუტის უზენაესი როლი ხელისუფლების ორგანიზაციაში.Item პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების შემავსებელი ბუნება და უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურობის შემოწმების სტანდარტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკაში(ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2021) კოპალეიშვილი, მაიასაქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი იცავს არა რომელიმე კონკრეტულ თავისუფლებას, არამედ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას, ამდენად ის სუბსიდიარულია სხვა ძირითად უფლებებთან. კონსტიტუციით გათვალისწინებულ სხვა უფლებასთან მიმართებით სუბსიდიურობა (ანუ დამატებითი ბუნება) გულისხმობს, რომ თუ საქმე გვაქვს კონკრეტული მუხლით გათვალისწინებული რომელიმე უფლების დარღვევასთან, მე-12 მუხლის გამოყენება საჭირო აღარ არის, რამდენადაც გამოყენებული უნდა იქნეს სპეციალური ნორმა (lex specialis), რომელიც კონკრეტულ უფლებას იცავს. კონსტიტუციის მე-12 მუხლი ქმნის კონსტიტუციური დაცვის გარანტიას ურთიერთობებისთვის, რომლებიც არ თავსდება კონსტიტუციის სხვა ნორმებში, თუმცა შეადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების აუცილებელ კომპონენტს. საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს მე-12 მუხლით გარანტირებული უფლების შეზღუდვის შემდეგ ლეგიტიმურ მიზნებს: სხვათა უფლებები, კონსტიტუციით დადგენილი წესრიგი, ლეგიტიმური საზოგადოებრივი ინტერესი. საკონსტიტუციო სასამართლო ლეგიტიმური მიზნის შეფასებისას მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით გარანტირებული უფლების შესაზღუდად სახელმწიფოს უნდა ქონდეს ღირებული ლეგიტიმური მიზანი. პიროვნების თავისუფლების შეზღუდვა უნდა შეფასდეს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით. უფლების შეზღუდვისას დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასა და მასთან ღირებულებათა კონფლიქტში მყოფ სხვა ლეგიტიმურ ინტერესებს შორის.Item რესპუბლიკის ორგანული ფორმის ძიებაში - ასი წელი პირველი ქართული კონსტიტუციის მიღებიდან(ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2021) თევდორაშვილი, გიორგიგიორგი თევდორაშვილის სტატიაში „რესპუბლიკის ორგანული ფორმის ძიებაში - ასი წელი პირველი ქართული კონსტიტუციის მიღებიდან“ გაანალიზებულია დამოუკიდებელ საქართველოში მმართველობის კონსტიტუციური მოდელების ტრანსფორმაციის პროცესი პირველი რესპუბლიკიდან მოყოლებული, დამოუკიდებლობის აღდგენის შემგომ პერიოდში, მოქმედი კონსტიტუციური მოწყობის პირობებში. სტატია გამოქვეყნებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ გამოცემულ, პირველი ქართული კონსტიტუციის ასი წლის იუბილისადმი მიძღვნილ, სტატიათა კრებულში.Item საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი(მერიდიანი, 2020) გონაშვილი, ვასილ; თევდორაშვილი, გიორგი; კახიანი, გიორგი; კახიძე, ირაკლი; კვერენჩხილაძე, გიორგი; ჭიღლაძე, ნანასაქართველოს საკონსტიტუციო სამართლის სახელმძღვანელო მეორე გადამუშავებული გამოცემაა, რომლის აუცილებლობა 2017-2018 წლების საკონსტიტუციო რეფორმამ განაპირობა. ავტორთა კოლექტივმა, ქვეყნის ძირითადი კანონის ახალი ვერსიის ამოქმედების შემდეგ, საჭიროდ ჩათვალა ტექსტის გადამუშავება და რეალობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. სახელმძღვანელოს სტრუქტურა და მასალა ორიენტირებულია თანამედროვე ეროვნული კონსტიტუციონალიზმის შინაარსზე, ისტორიასა და თავისებურებებზე. მისი მიზანია სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს მისცეს სიღრმისეული ცოდნა ქართული კონსტიტუციური ინსტიტუტების შესახებ.