Faculty of Law
Permanent URI for this community
Faculty of Law
Browse
Browsing Faculty of Law by Title
Now showing 1 - 20 of 47
Results Per Page
Sort Options
Item ,,Diebe im Gesetz“: Eine kriminelle Organisation im deutschen Jugendstrafvollzug? Die aus der ehemaligen UdSSR stammende kriminelle Organisation "Wor v Sakone" - 'Dieb im Gesetz' und ihre subkulturelle Existenz unter russischsprachigen Gefangenen in einer deutschen Jugendstrafanstalt bei Hamburg.(Wissenschaftlicher Verlag Berlin (wvb), 2009) Shalikashvili, MorisSchon vor dem Ende der Sowjetunion gab es in Russland und in der früheren UdSSR Formen der Kriminalität, die als organisierte Kriminalität zu bezeichnen sind. Dazu zählt auch die kriminelle Vereinigung „Diebe im Gesetz“, die unter besonderen historischen, gesellschaftlichen und politischen Rahmenbedingungen entstanden ist. Nach dem Ende der Sowjetunion hat diese Organisation die Grenzen der früheren UdSSR überschritten. Es liegen Hinweise darauf vor, dass sie auch im Strafvollzug der Bundesrepublik Deutschland anzutreffen ist und dort ein Element der Subkultur russischstämmiger Inhaftierter darstellt. Für Personen, die sich mit der in den letzten Jahren gewachsenen Anzahl russischstämmiger bzw. -sprachiger Straftäter beschäftigen, ist es wichtig, über Kenntnisse der besonderen „sozialen“ Regeln und Strukturen innerhalb dieser subkulturellen Szene zu verfügen, um Resozialisierung leisten zu können und Gewalt und Unterdrückung im Vollzug zu verhindern. Im Zentrum der vorliegenden Arbeit steht diese Welt der „Diebe im Gesetz“. Es erfolgt eine Aufarbeitung des russischen wie auch des englisch- und deutschsprachigen Forschungsstandes mit dem Ziel, diese spezielle Form organisierter Kriminalität für Vollzugspraktiker wie auch die Wissenschaft zugänglich zu machen. Daran schließt sich eine exemplarische ethnographische Beschreibung der Subkultur der „Diebe im Gesetz“ in einer Hamburger Jugendstrafvollzugsanstalt an. Diese basiert auf teilnehmenden, verdeckten Beobachtungen, kombiniert mit Analysen von Gefangenenpersonalakten.Item Regarding One Regularity(Meridiani, 2019) Oniani, SulkhanThis article is the first attempt for the attention to be paid to an unusual regularity, characteristic for Georgian habitual law. It can be conditionally called the principle of "turning responsibility back on the best one". It can still be found in ethnographic materials and can be described as an outcome of centuries-lasting empiric observation of people or be regarded as a superstition, widespread solely in the past and still maintained in a certain way only because of momentum, deprived of any real background. In one way or another, one thing is apparent: in certain cases the old Georgian legal philosophy was guided by this very principle.Item Some aspects of the initiation of investigation and prosecution of criminal acts committed by particular state officials(Intellectual, 2019) Besik, MeurmishviliThe investigation of crimes committed by officials and the criminal prosecution of these individuals are characterized by certain peculiarities. In this regard, the process related to the initiation of criminal prosecution and its implementation is particularly interesting. These individuals enjoy immunity, which may prevent them from being prosecuted. Accordingly, it’s limited the officials ability to participate in the investigation, which creates ground for them to be involved in criminal proceedings in different illegal ways. To avoid this, it would be better to introduce the institution of "assisted witness" in the Georgian procedural space.Item ПРАВОСУДИЕ ПО ДЕЛАМ НЕСОВЕРШЕННОЛЕТНИХ В ГРУЗИНСКОМ И МЕЖДУНАРОДНОМ ПРАВЕ, ПРОБЛЕМЫ И ВЫЗОВЫ(Տպագրված է «ԼԻՄՈՒՇ ՍՊԸ»-ի տպարանում, 2021) Гогниашвили, НиноВ статье рассмотрено происхождение и основные особенности правосудия несовершеннолетних, роль соответствующих ведомств в полноценном осуществлении целого ряда вопросов, относительно правосудия несовершеннолетних с целью наилучшей и максимально полноценной защиты интересов несовершеннолетних, а также готовность этих ведомств к осуществлению этой деятельности. სტატიაში განხილულია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების როლი და მნიშვნელობა, არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის და სხვა მთელი რიგი საკითხების სრულფასოვან განხორციელებასთან. ასევე ამ ორგანოების მზაობა. The article covers the origin and the main features of juvenile justice. In addition, it takes into focus the role and the readiness of the appropriate agencies to make all the steps towards the protection of minors’ interest and the maintenance of juvenile justice.Item ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით(იურისტების სამყარო, 2019) დვალიძე, ირაკლი; ხარანაული, ლევანი; თუმანიშვილი, გიორგი; წიქარიშვილი, კახასაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXIII თავით გათვალისწინებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების კომენტარი გაკეთებულია დანაშაულის სამსაფეხურიანი სისტემის მიხედვით. ამას მოსდევს აღნიშნულ დანაშაულთა გამოვლინების ფორმები (დაუმთავრებელი დანაშაული, დანაშაულში თანამონაწილეობა), ნორმათა კონკურენცია და დანაშაულთა ერთობლიობა, ხოლო ბოლოს მცირე ნაწილი ეთმობა სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების მიმოხილვას კონკრეტულ დანაშაულთან მიმართებით. ცალკეულ მუხლის კომენტირებისას გამოყენებულია როგორც ქართულენოვანი და უცხოენოვანი სამეცნიერო ლიტერატურა, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოების განაჩენები/გადაწყვეტილებები. The commentary to articles envisaged by the chapter XXIII of the criminal code is composed according to tripartite division of the elements of the crime. This is followed by specific forms of commission of the crime (inchoate offences, complicity), competition between norms and multiple offences. Final part is dedicated to the review of criminal procedural norms in relation with these crimes. The comments make reference to the academic literature in Georgian as well as in foreign languages, decisions of ECtHR, European Court of Justice, Constitutional Court of Georgia and common courts of Georgia.Item ადგილობრივი თვითმმართველობის კონსტიტუციური რეგულირების ფარგლები(ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2021) კახიძე, ირაკლიადგილობრივი თვითმმართველობის გარანტიების კონსტიტუციაში განსაზღვრა ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი ავტონომიის დამკვიდრებისთვის მნიშვნელოვანი პირობაა. კონსტიტუციური გარანტიების არსებობა ქმნის მეტ შესაძლებლობას ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური განვითარების უზრუნველსაყოფად.Item არასრულწლოვანთა განრიდების და მედიაციის სისხლისსამართლებრივი, კრიმინოლოგიური და ფსიქოლოგიური ასპექტები(PH International, 2013) შალიკაშვილი, მორისაღნიშნულ წიგნში გაანალიზებულია არასრულწლოვანთა განრიდების და მედიაციის საქმეები, რომლებიც განხორციელდა 2010-2013 წლებში. წიგნში ასევე განხილულია არასრულწლოვანთა განრიდების და მედიაციის თეორიული (კრიმინოლოგიური და ფსიქოლოგიური) საფუძვლები. მსხვერპლის როლი მედიაციის პროცესში და მედიაციის მნიშვნელობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში.Item არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება(მერიდიანი, 2016) შალიკაშვილი, მორის; მიქანაძე, გივიწიგნი არის სახელმძღვანელო, რომელიც ეხება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად საკითხებს. წიგნში განხილულია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასწულელოვნის კრიმინოლოგიური, სისხლის სამართლის მატერიალური, სისხლის სამართლის საპროცესო, სასჯელის აღსრულების და საერთაშორისო სტანდარტის მნიშვნელოვანი საკითხები.Item არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება(გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის ჟურნალი – www.dgstz.de, 2016) შალიკაშვილი, მორის; მიქანაძე, გივიწიგნი არის სახელმძღვანელო, რომელიც ეხება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად საკითხებს. წიგნში განხილულია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასწულელოვნის კრიმინოლოგიური, სისხლის სამართლის მატერიალური, სისხლის სამართლის საპროცესო, სასჯელის აღსრულების და საერთაშორისო სტანდარტის მნიშვნელოვანი საკითხები.Item აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თეორიული და პრაქტიკული ასპექტები(მერიდიანი, 2020) აქუბარდია, ირინაპატიმრობა წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრ სახეს. საქართველოსათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატიმრობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეგულირება ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე, რადგან არსებობს მთელი რიგი გამოწვევები, როგორც საკანონმდებლო მოწესრიგების, ასევე სასამართლო პრაქტიკის თვალსაზრისით. ნაშრომში განხილულია თავისუფლების პრეზუმფციის არსი. თავისუფლების უფლების კონსტიტუციური და საერთაშორისო-სამართლებრივი ბუნება, აღკვეთის ღონისძიების არსი, მიზნები, საფუძვლები და სახეები, პატიმრობა, როგორც “Ultima Ratio”, სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეუწონლობა, პატიმრობის გამოყენების ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები,პროკურორის შუამდგომლობასა და სასამართლოს განჩინებაში პატიმრობის დასაბუთების პრაქტიკული და სამართლებრივი პრობლემები, პატიმრობის გამოყენების, შეცვლის, გაუქმების და გასაჩივრების თავისებურებები. გამოკვეთილია პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი, პატიმრობის გამოყენების ვადა და პატიმრობის გამოყენებაზე მონიტორინგი, საპატიმრო გირაო, არასრულწლოვან ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის გამოყენების სპეციფიკა და ზოგადად, პატიმრობასთან დაკავშირებული თეორიული და პრაქტიკული პრობლემები. გაანალიზებულია პატიმრობის გამოყენების სტატისტიკური მონაცემები, სასამართლო პრაქტიკა პატიმრობის შეფარდების მიზანშეწონილობისა და დასაბუთებულობის კონტექსტში. საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების, საქართველოს საერთო სასამართოების და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის განზოგადების საფუძველზე ჩამოყალიბებულია კონკრეტული წინადადებები პრაქტიკის დახვეწისა და კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით.Item ბულინგის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა(გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის ჟურნალი – www.dgstz.de, 2021) შალიკაშვილი, მორისსტატია ეხება ბულინგის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობას. ბულინგის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შედარებულია ადევნების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობას. მსგავსად ადევნებისა ბულინგიც მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს დაზარალებულში.Item გარიგების ფორმის იძულება, როგორც ფორმის თავისუფლების შეზღუდვა(მერიდიანი, 2018) ამირანაშვილი, გიორგიმონოგრაფია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის გამოცემაა, რომელიც გარიგების ფორმას ეძღვნება. წიგნი ეფუძნება სადისერტაციო ნაშრომს _ „გარიგების ფორმის იძულება, როგორც ფორმის თავისუფლების შეზღუდვა“. პუბლიკაცია განკუთვნილია როგორც მეცნიერების, მოსამართლეებისა და პრაქტიკოსი იურისტებისათვის, ისე კერძო სამართლით დაინტერესებულ პირთა ფართო წრისათვის. The monograph is an edition of the Contemporary Private Law Institute at the Faculty of Law of Ivane Javakhishvili Tbilisi State University. The book deals with the issue of form of transaction and is based on the doctoral dissertation: “Compulsion to Form of Transaction as a Limitation of Freedom of Form”. The publication is addressed to scientists, judges and legal practitioners, as well as to wider audience interested in private law.Item ევროპული და საერთაშორისო სამართლის ზეგავლენა ქართულ სისხლის საპროცესო სამართალზე(მერიდიანი, 2019) თუმანიშვილი, გიორგი; ჯიშკარიანი, ბაჩანა; შრამი, ედვარდ; დვალიძე, ირაკლი; ხარანაული, ლევანი; და სხვ., ავტორთა კოლექტივიწინამდებარე სახელმძღვანელო სახელწოდებით `ევროპული და საერთაშორისო სამართლის ზეგავლენა ქართულ სისხლის საპროცესო სამართალზე~ წარმოადგენს ქართულ-გერმანული სისხლის სამართლის მეორე პროექტის სამეცნიერო და პუბლიცისტურ დასკვნით ნაწილს. სახელმძღვანელოში თავმოყრილია ის სისხლისსამართლებრივი საკითხები, რომლებიც განხილულ და შეჯამებულ იქნა როგორც პროექტის ფარგლებში გამართულ სამ შეხვედრაზე (თბილისი 2016, იენა/ბერლინი 2017, ტიუბინგენი/სტრასბურგი 2018), ისე პროექტის ფარგლებში დაფინანსებულ სადოქტორო კვლევებში. გამომცემლები მოხარულნი არიან, რომ 29 ავტორის, მათ შორის 24 ქართველი და 5 გერმანელი ავტორის მონაწილეობით შექმნილმა სახელმძღვანელომ საბოლოო სახე მიიღო და იგი ხელმისაწვდომი ხდება დაინტერესებული სამეცნიერო საზოგადოებისთვის. The handbook „Georgian Criminal Procedure Law under the Infl uence of European and International Law“ is the scientifi c and publicist conclusion of the second German-Georgian Criminal Law Project. This book bundles, preserves and manifests the fi ndings of criminal law research gained in the three working meetings of the project (in Tbilisi 2016, Jena/Berlin 2017 and Tübingen/Straßburg 2018) and the promoted Ph.D. theses. The editors are delighted by the completion of this handbook with its 29 authors _ 24 from Georgia and 5 from Germany. The work has been completed and is now available to the interested academic audience.Item ერთი კანონზომიერების შესახებ(მერიდიანი, 2019) ონიანი, სულხანმოცემული სტატია არის პირველი მცდელობა, ყურადღება მიექცეს ერთ უცნაურ კანონზომიერებას, რომელიც ქართული ადათობრივი სამართლისათვის არის დამახასიათებელი. მას პირობითად შეიძლება „უკეთესზე პასუხისმგებლობის მიქცევის“ პრინციპი ეწოდოს. იგი ეთნოგრაფიულ მასალებში დღემდე ფიქსირდება და შესაძლებელია ახსნილ იქნეს, როგორც ხალხის მრავალსაუკუნოვანი ემპირიული დაკვირვების შედეგი ან კიდევ, განხილულ იქნეს მხოლოდ და მხოლოდ წარსულში გავრცელებულ და გარკვეული სახით დღემდე ინერციით შემონახულ ცრურწმენად, რომელიც ყოველგვარ რეალურ საფუძველს არის მოკლებული. ასეა თუ ისე, ერთი რამ ცალსახად დასტურდება: მთელ რიგ შემთხვევებში სწორედ ამ პრინციპით ხელმძღვანელობდა ძველი ქართული იურიდიული მსოფლმხედველობაItem კერძო სამართლის მიმოხილვა(„მერიდიანი“, 2023) ზოიძე, ბესარიონ; ტურავა, პაატა; ყალიჩავა, კობა; დუმბაძე, მარიკა; წამალაიძე, გიორგი; ხერხეულიძე, ნოდარ; ყარალაშვილი, ნინო / შარვაშიძე, მარიამ; გოხელაშვილი, მარიამ; ზოიძე, თამარ; ამირანაშვილი, გიორგი; იანსენი, ანდრე; სინგჰი, პრაბჰპრეეტ; ქაია, სერკან; ჟენგი, ჯუნ; რეინერი, გიუნტერ; ქოჩაშვილი, ქეთევან; კვანტალიანი, ანა; გირგვლიანი, რატი; შანშიაშვილი, ელიზაბეტ; მკრტჩიანი, ჯივანკერძო სამართლის მიმოხილვის მეხუთე ნომერი ეძღვნება ეძღვნება: კერძო და საჯარო სამართლის ურთიერთმიმართების თანამედროვე გამოწვევებს, დასავლური სამართლის გავლენას აღმოსავლეთის ქვეყნებზე და მოიცავს დამოუკიდებელ სტატიებს. გამოცემა მომზადდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის მიერ.Item კონტროლის მექანიზმები ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე(მერიდიანი, 2022) აქუბარდია, ირინანაშრომი უკავშირდება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე კონტროლის სისტემის ეფექტურობისა და საკმარისობის პრობლემებს, არსებული რეგულაციების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას კერძო პირთა პირადი ავტონომიის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვისა და გამოძიების ინტერესებს შორის თანაფარდობის საკითხებთან დაკავშირებულ გამოწვევებს. სტატიაში განხილულია ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს, როგორც ფარული საგამოძიებო მოქმედებების განმახორციელებელი ორგანოს როლი და დანიშნულება. გაანალიზებულია სააგენტოს საქმიანობის კონტროლის ინსტიტუციური და ტექნოლოგიური მექანიზმები. კერძოდ, საპარლამენტო კონტროლი, სამთავრობო (პრემიერ–მინისტრი), საფინანსო კონტროლი,სასამართლო კონტროლი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მიერ განხორციელებული კონტროლი, კონტროლის მექანიზმები ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის / მასალის შენახვასა და განადგურებაზე. ასევე განხილულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტები დაფარული საგამოძიებო მოქმედებების მარეგულირებელი ნორმების შესაბამისობა აღნიშნულ სტანდარტებთან. ყურადღება გამახვილებულია ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე კონტროლის სისტემის ნაკლოვანებებზე, საკანონმდებლო ხარვეზებზე, ზედამხედველობის განხორციელებისას არსებულ გამოწვევებზე და გამოთქმულია წინადადებები/რეკომენდაციები კანონმდებლობის დახვეწის მიზნით.Item კრიმინალისტიკა(მერიდიანი, 2021) გოგნიაშვილი, ნინონაშრომში განხილულია კრიმინალისტიკის კურსის მეთოდოლოგიის, კრიმინალისტიკური ტექნიკის, ტაქტიკისა და ცალკეულ დანაშაულთა გახსნის მეთოდიკის მნიშვნელოვანი საკითხები.განხილული საკითხების თემატიკის მიხედვით მოცემულია ტესტები, კაზუსები, ასევე პრაქტიკული სავარჯიშოები, რაც მკითხველს დაეხმარება საკითხების უკეთ აღქმასა და გაანალიზებაში. წიგნი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების, ადვოკატების, ექსპერტებისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისათვის.Item კრიმინალისტიკა(მერიდიანი, 2021) გოგნიაშვილი, ნინონაშრომში განხილულია კრიმინალისტიკის თეორიისა და მეთოდოლოგიის, კრიმინალისტიკური ტექნიკის ის თანამედროვე სამეცნიერო - ტექნიკური საშუალებები, რომელთა გამოყენებაც ხელს უწყობს მტკიცებულებათა აღმოჩენა-ამოღება-ფიქსირებას. წიგნი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების, ექსპერტების, ადვოკატებისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისათვის.Item კრიმინოლოგია(მერიდიანი, 2017) შალიკაშვილი, მორისწიგნი არის სახელმძღვანელო, რომელიც შედგება ოცი თავისგან. წიგნში განხილულია კრიმინოლოგიისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, ათ შორის, კრიმინოლოგიის საგნის არსი და მნიშვნელობა, კრიმინალური პოლიტიკა, დანაშაულის გამომწვევი მიზეზები, ორგანიზებული დანაშაული, ნარკომანია, ვიქტიმოლოგია და სხვა. წიგნი განკუთვნილია საუნივერსიტეტო სწავლებისთვის და სამეცნიერო კვლევებისთვის.Item მუნიციპალური სამართალი ძირითადი კონცეფციები, ევროპული ქარტია და საქართველო(მერიდიანი, 2023) კახიძე, ირაკლი (რედ.); ჭიღლაძე, ნანა; გონაშვილი, ვასილნაშრომი შემუშავებულ იქნა თსუ-ს საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით მოღვაწე აკადემიური გუნდის მონაწილეობით. მისი მიზანია საკუთარი წვლილი შეიტანოს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალური) სამართლის განვითარების სფეროში, შეავსოს არსებული აკადემიური ნაშრომების მცირე რაოდენობა და წაახალისოს სამეცნიერო დისკუსია. ნაშრომი განიხილავს მუნიციპალური (ადგილობრივი თვითმმართველობის) სამართალის სფეროში არსებულ ძირითად კონცეფციებს, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის „სტანდარტებსა“ და საქართველოს კანონმდებლობას. ამასთან, ნაშრომი აგრეთვე ყურადღებას უთმობს ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტის განვითარების თანამედროვე ტენდენციების მიმოხილვას, ქარტიის ხელმომწერი _ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პრაქტიკის აღწერას და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში ევროპის საბჭოს ორგანოების მიდგომებისა და რეკომენდაციების გადმოცემასა და განმარტებას. სხვადასხვა საკითხის ანალიზისას წიგნში გამოყენებულია პრაქტიკულ მაგალითები და შედარებები, რომლებიც მკითხველს შინაარსის სწორად გაგებაში დაეხმარება. საქართველოში არსებული სამართლებრივი და პრაქტიკული გარემოს შეფასებისას ნაშრომში ასევე განხილულია საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მწირი, თუმცა მნიშვნელოვანი პრაქტიკა, რაც ამ სფეროში პირველად განხორციელდა. წიგნი სულ შედგება თხუთმეტი თავისგან. თავები აგებულია შემდეგი სტრუქტურით: პირველი თავის ნაწილი ეძღვნება ძირითადი კონცეფციების, პრინციპებისა და ტერმინებისა განმარტებას, მეორე ნაწილი მიმოიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიით დადგენილ სახელმძღვანელო სტანდარტებს, ხოლო მესამე ნაწილი აღწერს და აანალიზებს საქართველოს კანონმდებლობას. ნაშრომი განკუთვნილია როგორც ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სასწავლო საფეხურის სტუდენტებისთვის, აგრეთვე შესაბამისი სფეროთი დაინტერესებული სამეცნიერო წრეებისა და პრაქტიკოსი საჯარო მოხელეებისთვის, რომლებსაც ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებთან უწევთ შეხება. ავტორები შეეცადნენ მრავალწლიანი პედაგოგიური, სამეცნიერო და პრაქტიკული გამოცდილება გამოეყენებინათ მარტივი სტრუქტურის, შინაარსობრივად ტევადი და პრაქტიკული მაგალითებით დატვირთული ნაშრომის შესაქმნელად, რომელიც, ვფიქრობთ, განსაკუთრებულ დახმარებას გაუწევს მკითხველს ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში არსებული ზოგიერთი რთული კონცეფციისა და პრაქტიკული საკითხის უკეთესად გასაგებად და შემდგომი სამეცნიერო დისკუსიის წასახალისებლად. The book outlines and analyzes the basic concepts of Municipal Law and the principles of local self-government as outlined by the European Charter of Local Self-Government. It describes how the charter’s principles are interpreted and practically implemented within the Council of Europe countries. Furthermore, the book represents and analyzes the local self-government system in Georgia in both theory and practice.
- «
- 1 (current)
- 2
- 3
- »