Faculty of Law
Permanent URI for this community
Faculty of Law
Browse
Browsing Faculty of Law by Issue Date
Now showing 1 - 20 of 78
Results Per Page
Sort Options
Item ,,Diebe im Gesetz“: Eine kriminelle Organisation im deutschen Jugendstrafvollzug? Die aus der ehemaligen UdSSR stammende kriminelle Organisation "Wor v Sakone" - 'Dieb im Gesetz' und ihre subkulturelle Existenz unter russischsprachigen Gefangenen in einer deutschen Jugendstrafanstalt bei Hamburg.(Wissenschaftlicher Verlag Berlin (wvb), 2009) Shalikashvili, MorisSchon vor dem Ende der Sowjetunion gab es in Russland und in der früheren UdSSR Formen der Kriminalität, die als organisierte Kriminalität zu bezeichnen sind. Dazu zählt auch die kriminelle Vereinigung „Diebe im Gesetz“, die unter besonderen historischen, gesellschaftlichen und politischen Rahmenbedingungen entstanden ist. Nach dem Ende der Sowjetunion hat diese Organisation die Grenzen der früheren UdSSR überschritten. Es liegen Hinweise darauf vor, dass sie auch im Strafvollzug der Bundesrepublik Deutschland anzutreffen ist und dort ein Element der Subkultur russischstämmiger Inhaftierter darstellt. Für Personen, die sich mit der in den letzten Jahren gewachsenen Anzahl russischstämmiger bzw. -sprachiger Straftäter beschäftigen, ist es wichtig, über Kenntnisse der besonderen „sozialen“ Regeln und Strukturen innerhalb dieser subkulturellen Szene zu verfügen, um Resozialisierung leisten zu können und Gewalt und Unterdrückung im Vollzug zu verhindern. Im Zentrum der vorliegenden Arbeit steht diese Welt der „Diebe im Gesetz“. Es erfolgt eine Aufarbeitung des russischen wie auch des englisch- und deutschsprachigen Forschungsstandes mit dem Ziel, diese spezielle Form organisierter Kriminalität für Vollzugspraktiker wie auch die Wissenschaft zugänglich zu machen. Daran schließt sich eine exemplarische ethnographische Beschreibung der Subkultur der „Diebe im Gesetz“ in einer Hamburger Jugendstrafvollzugsanstalt an. Diese basiert auf teilnehmenden, verdeckten Beobachtungen, kombiniert mit Analysen von Gefangenenpersonalakten.Item არასრულწლოვანთა განრიდების და მედიაციის სისხლისსამართლებრივი, კრიმინოლოგიური და ფსიქოლოგიური ასპექტები(PH International, 2013) შალიკაშვილი, მორისაღნიშნულ წიგნში გაანალიზებულია არასრულწლოვანთა განრიდების და მედიაციის საქმეები, რომლებიც განხორციელდა 2010-2013 წლებში. წიგნში ასევე განხილულია არასრულწლოვანთა განრიდების და მედიაციის თეორიული (კრიმინოლოგიური და ფსიქოლოგიური) საფუძვლები. მსხვერპლის როლი მედიაციის პროცესში და მედიაციის მნიშვნელობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში.Item არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება(მერიდიანი, 2016) შალიკაშვილი, მორის; მიქანაძე, გივიწიგნი არის სახელმძღვანელო, რომელიც ეხება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად საკითხებს. წიგნში განხილულია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასწულელოვნის კრიმინოლოგიური, სისხლის სამართლის მატერიალური, სისხლის სამართლის საპროცესო, სასჯელის აღსრულების და საერთაშორისო სტანდარტის მნიშვნელოვანი საკითხები.Item არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება(გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის ჟურნალი – www.dgstz.de, 2016) შალიკაშვილი, მორის; მიქანაძე, გივიწიგნი არის სახელმძღვანელო, რომელიც ეხება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად საკითხებს. წიგნში განხილულია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასწულელოვნის კრიმინოლოგიური, სისხლის სამართლის მატერიალური, სისხლის სამართლის საპროცესო, სასჯელის აღსრულების და საერთაშორისო სტანდარტის მნიშვნელოვანი საკითხები.Item კრიმინოლოგია(მერიდიანი, 2017) შალიკაშვილი, მორისწიგნი არის სახელმძღვანელო, რომელიც შედგება ოცი თავისგან. წიგნში განხილულია კრიმინოლოგიისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, ათ შორის, კრიმინოლოგიის საგნის არსი და მნიშვნელობა, კრიმინალური პოლიტიკა, დანაშაულის გამომწვევი მიზეზები, ორგანიზებული დანაშაული, ნარკომანია, ვიქტიმოლოგია და სხვა. წიგნი განკუთვნილია საუნივერსიტეტო სწავლებისთვის და სამეცნიერო კვლევებისთვის.Item გარიგების ფორმის იძულება, როგორც ფორმის თავისუფლების შეზღუდვა(მერიდიანი, 2018) ამირანაშვილი, გიორგიმონოგრაფია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის გამოცემაა, რომელიც გარიგების ფორმას ეძღვნება. წიგნი ეფუძნება სადისერტაციო ნაშრომს _ „გარიგების ფორმის იძულება, როგორც ფორმის თავისუფლების შეზღუდვა“. პუბლიკაცია განკუთვნილია როგორც მეცნიერების, მოსამართლეებისა და პრაქტიკოსი იურისტებისათვის, ისე კერძო სამართლით დაინტერესებულ პირთა ფართო წრისათვის. The monograph is an edition of the Contemporary Private Law Institute at the Faculty of Law of Ivane Javakhishvili Tbilisi State University. The book deals with the issue of form of transaction and is based on the doctoral dissertation: “Compulsion to Form of Transaction as a Limitation of Freedom of Form”. The publication is addressed to scientists, judges and legal practitioners, as well as to wider audience interested in private law.Item გარემოს დაცვის სამართალი(ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018) ყალიჩავა, კობაავტორის წინათქმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებამ, საქართველოში გარემოსდაცვის პოლიტიკისა და სამართლის მიმართ სამეცნიერო ინტერესი გაზარდა. ამ სფეროს განვითარებამ რამდენიმე ძირითადი ეტაპიგანვლო. დამოუკიდებლობიდან „ვარდების რევოლუციამდე“ პერიოდში გარემოს დაცვის კა ნონმდებლობა ქაოტურად და მექანი კურად შეიქმნა. ეს იყო ელსტერისეული ე.წ. „ერთდროულობის დილემის“ სახელით ცნობილი ეტაპი, როცა ქვეყანა ყველა მიმართულებით ატარებ და რეფორმას – თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის, პოლიტიკური რეჟიმის ტრანსფორმაციისა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის შექმნის მიმართულებით. მართალია მაშინ გარემოს დაცვის სფეროში უცხოური გამოცდილების საფუძველზე ბევრი საბაზისო კანონმდებლობა შეიქმნა, თუმცა შინაარსობრივად ის აცდენილი იყო მაშინდელ სოციალურ-ეკონომიკურ რეალობას და შესაბამი სად მას ცხოვრებაში არც უმუშავია. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ბიზნესის კეთების რეიტინგების პრიორიტეტულობა გახდა ახალი კანონმდებლობის შექმნის იდეოლოგიური საფუძველი. ამიტომ, პირველ რიგში, გაუქმდა 90-იან წლებში შექმნი ლინორმების დიდი უმრავლე სობა, რომელიც ფორმალურად (ანუ წიგნებში და არა მოქმე დე ბაში) ევროპულ ღირებულებებზე იყო ორიენტირებული. მაშინ დერეგულირების პოლიტიკა არაფერს ისე მკაცრად არ შეხებია, როგორც ეს გარე მოს დაცვის შემთხვევაში მოხდა. ეს იყო მეორე უკიდურესობა, როცა მაშინ დელმა სოციალურ-ეკონომიკურმა სინამდვილემ განა- პირობა უკვე შინაარსობრივად არას წორი კანონმდებლობის გაჩენა. ევროკავშირთან ასოცირებით ნაკისრი ვალდებულებები ერთდროულად გარდამტეხი და დამაბნეველი ფაქტორი აღმოჩნდა. საქმე ის იყო, რომ დე- რეგულირების პოლიტიკი სა და ე.წ. „ველური ლიბერალიზმის“ შემდეგ, აბსოლუტურად რეგულაციური პოლიტიკისკენ აღებულმა კურსმა დაბა- და ლეგიტიმური კითხვა-რამდენად შეიძლება ამ სფეროში ერთდროულად კიდევ ერთი „ახალი სამართლის“, აწ უკ ვე „ას ოცირებული სამართ- ლის“ შექ მნა? ნაშრომის ერთი ნაწილი სწორედ ამ საკმაოდ საკამათო საკითხის გარკვევას ეხება. მეორე ნაწილში კი გარემოს დაცვის ჰორიზონტა- ლური კანონმდებლობის მაგალითზე ნაჩვენებია განვითარების უდავოდ დამაიმედებელი დინამიკა. რაც აქ შეიძლება ითქვას, არის პასუხი 2016 წელს გამოქვეყნებულ მონოგრაფიაში გამოთქმულ ვარაუდზე, რომ „მართალია, ევროინტეგრაციის ჭრილში განხორციელებული რეფორმის შედე -გად, ამ წიგნში გამოთქმული ბევრი მოსაზრება, სავარაუდოდ, თავის აქტუალურობასაც დაკარგავს, თუმცა, ბუნებრივია, საბოლოო მიზანიც ეს იყო და ამან მხოლოდ სიხარული შეიძლება მიანიჭოს ავტორს.“ განვლილმა პერიოდმა და ჩატარებულმა რეფორმებმა ეს ვარაუდი გაამართლა. წიგ ნში გამოთქმულ ბევრ მოსაზრებას მართლაც დაეკარგა აქტუალობა. თუმცა სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნისთვის მხოლოდ კარგი კანონე ბის შექმნა არ არ ის საკმარისი. მას უნდა დაემატოს ღირებულებებზე ორიენტირებული მმართველობითი კულტურაც. სწორედ ამ ყოველივეზე იქ ნება საუბარი წინამ დებარე წიგნში.Item ცალკეულ სახელმწიფო თანამდებობის პირთა მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებათა გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ზოგიერთი ასპექტი("ინტელექტუალი", 2019) მეურმიშვილი, ბესიკInvestigation and prosecution of crimes committed by public officials is characterized by specific features. In this respect, particularly interesting is the procedure of initiation and conduct of criminal prosecution. These persons enjoy immunity, which may hamper the start of criminal prosecution. Thus the right of these persons to participate in investigation is limited, which creates ground for them to be involved in criminal proceedings in different unlawful ways. For this purpose, its would be much better to introduce the institution of “assisted witness” in Georgian legal procedure.Item Regarding One Regularity(Meridiani, 2019) Oniani, SulkhanThis article is the first attempt for the attention to be paid to an unusual regularity, characteristic for Georgian habitual law. It can be conditionally called the principle of "turning responsibility back on the best one". It can still be found in ethnographic materials and can be described as an outcome of centuries-lasting empiric observation of people or be regarded as a superstition, widespread solely in the past and still maintained in a certain way only because of momentum, deprived of any real background. In one way or another, one thing is apparent: in certain cases the old Georgian legal philosophy was guided by this very principle.Item Some aspects of the initiation of investigation and prosecution of criminal acts committed by particular state officials(Intellectual, 2019) Besik, MeurmishviliThe investigation of crimes committed by officials and the criminal prosecution of these individuals are characterized by certain peculiarities. In this regard, the process related to the initiation of criminal prosecution and its implementation is particularly interesting. These individuals enjoy immunity, which may prevent them from being prosecuted. Accordingly, it’s limited the officials ability to participate in the investigation, which creates ground for them to be involved in criminal proceedings in different illegal ways. To avoid this, it would be better to introduce the institution of "assisted witness" in the Georgian procedural space.Item ევროპული და საერთაშორისო სამართლის ზეგავლენა ქართულ სისხლის საპროცესო სამართალზე(მერიდიანი, 2019) თუმანიშვილი, გიორგი; ჯიშკარიანი, ბაჩანა; შრამი, ედვარდ; დვალიძე, ირაკლი; ხარანაული, ლევანი; და სხვ., ავტორთა კოლექტივიწინამდებარე სახელმძღვანელო სახელწოდებით `ევროპული და საერთაშორისო სამართლის ზეგავლენა ქართულ სისხლის საპროცესო სამართალზე~ წარმოადგენს ქართულ-გერმანული სისხლის სამართლის მეორე პროექტის სამეცნიერო და პუბლიცისტურ დასკვნით ნაწილს. სახელმძღვანელოში თავმოყრილია ის სისხლისსამართლებრივი საკითხები, რომლებიც განხილულ და შეჯამებულ იქნა როგორც პროექტის ფარგლებში გამართულ სამ შეხვედრაზე (თბილისი 2016, იენა/ბერლინი 2017, ტიუბინგენი/სტრასბურგი 2018), ისე პროექტის ფარგლებში დაფინანსებულ სადოქტორო კვლევებში. გამომცემლები მოხარულნი არიან, რომ 29 ავტორის, მათ შორის 24 ქართველი და 5 გერმანელი ავტორის მონაწილეობით შექმნილმა სახელმძღვანელომ საბოლოო სახე მიიღო და იგი ხელმისაწვდომი ხდება დაინტერესებული სამეცნიერო საზოგადოებისთვის. The handbook „Georgian Criminal Procedure Law under the Infl uence of European and International Law“ is the scientifi c and publicist conclusion of the second German-Georgian Criminal Law Project. This book bundles, preserves and manifests the fi ndings of criminal law research gained in the three working meetings of the project (in Tbilisi 2016, Jena/Berlin 2017 and Tübingen/Straßburg 2018) and the promoted Ph.D. theses. The editors are delighted by the completion of this handbook with its 29 authors _ 24 from Georgia and 5 from Germany. The work has been completed and is now available to the interested academic audience.Item ერთი კანონზომიერების შესახებ(მერიდიანი, 2019) ონიანი, სულხანმოცემული სტატია არის პირველი მცდელობა, ყურადღება მიექცეს ერთ უცნაურ კანონზომიერებას, რომელიც ქართული ადათობრივი სამართლისათვის არის დამახასიათებელი. მას პირობითად შეიძლება „უკეთესზე პასუხისმგებლობის მიქცევის“ პრინციპი ეწოდოს. იგი ეთნოგრაფიულ მასალებში დღემდე ფიქსირდება და შესაძლებელია ახსნილ იქნეს, როგორც ხალხის მრავალსაუკუნოვანი ემპირიული დაკვირვების შედეგი ან კიდევ, განხილულ იქნეს მხოლოდ და მხოლოდ წარსულში გავრცელებულ და გარკვეული სახით დღემდე ინერციით შემონახულ ცრურწმენად, რომელიც ყოველგვარ რეალურ საფუძველს არის მოკლებული. ასეა თუ ისე, ერთი რამ ცალსახად დასტურდება: მთელ რიგ შემთხვევებში სწორედ ამ პრინციპით ხელმძღვანელობდა ძველი ქართული იურიდიული მსოფლმხედველობაItem ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით(იურისტების სამყარო, 2019) დვალიძე, ირაკლი; ხარანაული, ლევანი; თუმანიშვილი, გიორგი; წიქარიშვილი, კახასაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXIII თავით გათვალისწინებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების კომენტარი გაკეთებულია დანაშაულის სამსაფეხურიანი სისტემის მიხედვით. ამას მოსდევს აღნიშნულ დანაშაულთა გამოვლინების ფორმები (დაუმთავრებელი დანაშაული, დანაშაულში თანამონაწილეობა), ნორმათა კონკურენცია და დანაშაულთა ერთობლიობა, ხოლო ბოლოს მცირე ნაწილი ეთმობა სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების მიმოხილვას კონკრეტულ დანაშაულთან მიმართებით. ცალკეულ მუხლის კომენტირებისას გამოყენებულია როგორც ქართულენოვანი და უცხოენოვანი სამეცნიერო ლიტერატურა, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოების განაჩენები/გადაწყვეტილებები. The commentary to articles envisaged by the chapter XXIII of the criminal code is composed according to tripartite division of the elements of the crime. This is followed by specific forms of commission of the crime (inchoate offences, complicity), competition between norms and multiple offences. Final part is dedicated to the review of criminal procedural norms in relation with these crimes. The comments make reference to the academic literature in Georgian as well as in foreign languages, decisions of ECtHR, European Court of Justice, Constitutional Court of Georgia and common courts of Georgia.Item ახლობელი ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაში მორალური ზიანის ანაზღაურება საქართველოს სამართლის მიხედვით(მერიდიანი /Meridiani, 2019) გაიპარაშვილი, მარიამ / Gaiparashvili, MariamThe author of the article analyses issues concerning the claims in wrongful death cases. In particular, conclusions are made on the basis of considering relevant statutory regulations, comparative analysis, academic doctrine and case law. Relatives are denied in fatal injury cases insofar as emotional harm of the third party is at stake. Moreover compensation for non-pecuniary loss is not awarded even if the loss of the direct victim causes an injury to the relative’s health, i.e if the emotional harm of the relative qualifies as an illness. This conclusion is derived from existing regulation and case law including three exceptional decisions from the Supreme Court of Georgia. The article provides comparative analyses of regulatory framework of Georgia and other European countries in relation to non-pecuniary loss of secondary victims. The statutory regulations and practice of Austria, Germany, Great Britain, France and Soft law governing the issue of non-pecuniary damages in wrongful death cases, are sequentially and separately evaluated in the article. The awarding of compensation for non-pecuniary loss to relatives of direct victims of fatal accidents, which is accepted by the ECtHR practice, is also established in the majority of European countries, but in different ways. At the domestic level varying approaches are taken to the question of whether mere mental suffering not amounting to a psychiatric disorder is sufficient or whether a psychological injury which can be qualified as illness is required. Similar to the ECtHR case-law, in some national systems not only family members are granted compensation for bereavement/non-pecuniary loss, but independent from the civil law status between the victim and the third party so are persons with a ‘strong emotional bond’ to the victim. The article, inter alia, analyses the latest ECtHR case Sarishvili-Bolkvadze v. Georgia and argues that denial of non-pecuniary damages violates Article 2 of the Convention. In order to overcome the problems identified in the article author emphasizes the necessity of amendments to the legislation, together with unifying case law with ECtHR practice. The author concludes that the latest decision of ECtHR is a legitimate basis of subsequent amendments in the legislationItem საბანკო გარანტია (თავი წიგნში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-887 მუხლების კომენტარი))(სამოქალაქო კოდექსის კომენტარის ეს ნაწილი მატერიალური სახით ჯერ არ არის დაბეჭდილი. კომენტარი გამოქვეყნებულია ვებგვერდზე: gccc.tsu.ge, 2020) ზამბახიძე, თამარსამოქალაქო კოდექსის კომენტარის მიზანს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის მუხლების სტრუქტურირებული და სისტემური განხილვა სასამართლო, განსაკუთრებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის, იურიდიული ლიტერატურისა და რელევანტური საკანონმდებლო მასალის საფუძველზე. ავტორებმა მიზნად დაისახეს კომენტარის დაახლოება სამართლებრივ პრაქტიკასთან და მასში სამოქალაქო კოდექსის გამოყენების საკითხების ასახვა. თეორიული დებულებები და დისკუსიები მხოლოდ ამ ასპექტით განიხილება. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი უმთავრესად განკუთვნილია იურიდიული პროფესიების წარმომადგენელთათვის. როგორც ადვოკატების, მოსამართლეების, ნოტარიუსების, საწარმოს იურისტების, მეცნიერი იურისტების, სამართლისმცოდნეობის სტუდენტების სამაგიდო წიგნი, კომენტარი ცდილობს დაამკვიდროს იურიდიული ენის მაღალი სტანდარტები და განამტკიცოს სამართლებრივ პრაქტიკასა თუ სამართლის მეცნიერებაში აღიარებული იურიდიული ცნებები და ტერმინები. ამავდროულად, კომენტარის ტექსტი გასაგებია არაიურისტებისთვისაც და მათ აძლევს საჭირო ინფორმაციას სამოქალაქო კოდექსის გამოყენების ცალკეულ საკითხებზე. კომენტარის სტრუქტურა და შინაარსი შეესაბამება კომენტარების აღიარებულ სტანდარტებს.Item აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თეორიული და პრაქტიკული ასპექტები(მერიდიანი, 2020) აქუბარდია, ირინაპატიმრობა წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრ სახეს. საქართველოსათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატიმრობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეგულირება ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე, რადგან არსებობს მთელი რიგი გამოწვევები, როგორც საკანონმდებლო მოწესრიგების, ასევე სასამართლო პრაქტიკის თვალსაზრისით. ნაშრომში განხილულია თავისუფლების პრეზუმფციის არსი. თავისუფლების უფლების კონსტიტუციური და საერთაშორისო-სამართლებრივი ბუნება, აღკვეთის ღონისძიების არსი, მიზნები, საფუძვლები და სახეები, პატიმრობა, როგორც “Ultima Ratio”, სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეუწონლობა, პატიმრობის გამოყენების ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები,პროკურორის შუამდგომლობასა და სასამართლოს განჩინებაში პატიმრობის დასაბუთების პრაქტიკული და სამართლებრივი პრობლემები, პატიმრობის გამოყენების, შეცვლის, გაუქმების და გასაჩივრების თავისებურებები. გამოკვეთილია პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი, პატიმრობის გამოყენების ვადა და პატიმრობის გამოყენებაზე მონიტორინგი, საპატიმრო გირაო, არასრულწლოვან ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის გამოყენების სპეციფიკა და ზოგადად, პატიმრობასთან დაკავშირებული თეორიული და პრაქტიკული პრობლემები. გაანალიზებულია პატიმრობის გამოყენების სტატისტიკური მონაცემები, სასამართლო პრაქტიკა პატიმრობის შეფარდების მიზანშეწონილობისა და დასაბუთებულობის კონტექსტში. საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების, საქართველოს საერთო სასამართოების და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის განზოგადების საფუძველზე ჩამოყალიბებულია კონკრეტული წინადადებები პრაქტიკის დახვეწისა და კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით.Item პირველი პროკურატურა დამოუკიდებელ კავკასიაში(მერიდიანი, 2020) ფერაძე, გოჩაწერილში „პირველი პროკურატურა დამოუკიდებელ კავკასიაში“ გადმოცემულია 100 წლის წინ მიმდინარე მოვლენები, როდესაც რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობამოპოვებულ საქართველოში, ქართული სახელმწიფოებრობისთვის მანამდე უცნობი სახელისუფლებო ინსტიტუტები (სენატი, იუსტიციის სამინისტრო, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და ა.შ.) იქნა დამკვიდრებული. ერთ-ერთი ასეთი ინსტიტუტი იყო სწორედ პროკურატურა, რომელიც 1802 წლიდან მოყოლებული ჯერ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, 1917 წლიდან საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკასა და მოგვიანებით საბჭოთა კავშირშიც წლების მანძილზე იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში შედიოდა. გენერალური პროკურორის თანამდებობას კი, იუსტიციის მინისტრები ითავსებდნენ. გასაკვირი არ არის, რომ პირველი პროკურატურა კავკასიაში სწორედ საქართველოში შეიქმნა, რომელმაც 1918 წლის 26 მაისს რეგიონში პირველმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და იმავე დღეს ეროვნული საბჭოს მიერ სრული შემადგენლობით იქნა დამტკიცებული ეროვნული მთავრობა. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი იუსტიციის მინისტრი და შესაბამისად გენერალური პროკურორი იყო შალვა ალექსი მესხიშვილი (1918-1919წ.წ.). მომდევნო წლებში ეს თანამდებობა ეკავათ ევგენი გეგეჭკორსა (1919-1920 წ.წ.) და რაჟდენ არსენიძეს (1920-1921წ.წ.). წერილში სწორედ მათი ხელმძღვანელობით, ამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელისუფლებო ინსტიტუტის მიერ გადადგმულ პირველ ნაბიჯებზეა ყურადღება გამახვილებული.Item საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი(მერიდიანი, 2020) გონაშვილი, ვასილ; თევდორაშვილი, გიორგი; კახიანი, გიორგი; კახიძე, ირაკლი; კვერენჩხილაძე, გიორგი; ჭიღლაძე, ნანასაქართველოს საკონსტიტუციო სამართლის სახელმძღვანელო მეორე გადამუშავებული გამოცემაა, რომლის აუცილებლობა 2017-2018 წლების საკონსტიტუციო რეფორმამ განაპირობა. ავტორთა კოლექტივმა, ქვეყნის ძირითადი კანონის ახალი ვერსიის ამოქმედების შემდეგ, საჭიროდ ჩათვალა ტექსტის გადამუშავება და რეალობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. სახელმძღვანელოს სტრუქტურა და მასალა ორიენტირებულია თანამედროვე ეროვნული კონსტიტუციონალიზმის შინაარსზე, ისტორიასა და თავისებურებებზე. მისი მიზანია სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს მისცეს სიღრმისეული ცოდნა ქართული კონსტიტუციური ინსტიტუტების შესახებ.Item პოლიციის პრევენციული და რეპრესიული ღონისძიებების გამიჯვნის პრობლემები(მერიდიანი, 2020) აქუბარდია, ირინასამართალდამცავ ორგანოთა შორის პოლიციას განსაკუთრებული ადგილი უკავია დანაშაულის გამოვლენის, აღკვეთის და თავიდან აცილების საქმეში. საპოლიციო ღონისძიებების გამოყენების დროს გარდაუვალია ადამიანის უფლებებში ჩარევა, თუმცა ხშირ შემთხვევაში, კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, პოლიციის თანამშრომლის მიდგომაზეა დამოკიდებული, „ასეთი ჩარევა გამართლებულად ჩაითვლება თუ ადამიანის უფლებათა დარღვევად“. სტატიაში განხილულია პოლიციის პრევენციული ღონისძიებების ცალკეულისახეები, ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიები პრევენციული ღონისძიებების გამოყენებისას, პოლიციის პრევენციული და რეპრესიული ღონისძიებების გამიჯვნის ცალკეული ასპექტები. ხაზგასმულია პოლიციის ორმაგი ფუნქციის -პრევენციული და რეპრესიული ამოცანების განხორციელების თავისებურებები და განსხვავებული სამართლებრივი ბუნების გამო არაერთგვაროვანი საშუალებების და მეთოდების გამოყენების აუცილებლობა. ნაშრომში იდენტიფიცირებულია პოლიციის ცალკეული პრევენციული ღონისძიებების საკანონმდებლო მოწესრიგების თუ პრაქტიკული გამოყენების კუთხით არსებული პრობლემები და ხარვეზების აღმოსაფხვრელად გამოთქმულია რეკომენდაციები და მოსაზრებები.Item სამშენებლო სამართალი(ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2020) ტურნავა, პაატა; ყალიჩავა , კობაწინამდებარე სახელმძღვანელო სამშენებლო სამართალში პირველია საქარ- თველოში. 1 მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო სამართალი 2010 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არჩევით საგნად ისწავლება, დღემდე ვერ მოხერხდა სრულყოფილი სახელ- მძღვანელოს შექმნა. არადა ეს სფერო ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია სა- ქართველოში და უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ამის ხელისშემშლელი გარემოება იყო მოძველებული და უსისტემო კანონმდებლობა. მისი რეფორმა ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო და ექვსი წლისთავზე, 2018 წელს, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის” და მის საფუძ- ველზე შემუშავებული რამდენიმე მთავრობის დადგენილების მიღებით დას- რულდა. რეფორმის ფარგლებში მიღებული ნორმატიული ბაზა კი იძლევა მყარ საფუძველს, სამშენებლო სამართლის მიმართულებით განვითარდეს იურიდიული დოგმატიკა. სამშენებლო სამართალი ბევრ ევროპულ უნივერსიტეტში სავალდებულო საგანია. მაგ., სამშენებლო სამართლის სავალდებულო სწავლება გერმა- ნიის იურიდიული განათლების ფედერალური კანონის კატეგორიული მოთ- ხოვნაა. 2 ავტორები ვიმედოვნებთ, რომ წინამდებარე სახელმძღვანელოს მომზადება ხელს შეუწყობს საქართველოში სამშენებლო სამართლის სა- ვალდებულო სასწავლო საგნად შემოღებას. ამ წიგნის მნიშვნელობა დიდია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლე- ბისთვის. სახელმძღვანელოს დართული აქვს ნორმატიული მასალა, რომლის მომ- ზადებაში დიდი როლი შეასრულეს ამ წიგნის ავტორებმა. ნიშანდობლივია, რომ სახელმძღვანელოს ავტორები ამ სფეროში მოქმედი ძირითადი ნორმა- ტიული მასალის თანაავტორებიც არიან. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბი- ლისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის ხელმძღვა- ნელობას ასეთი ნაშრომების მიმართ მხარდაჭერის პროგრამების შემუშავე- ბისთვის, რის გარეშე ეს წიგნი ვერ მომზადდებოდა. მადლობას ვუხდით ასევე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სა- ზოგადოებას (GIZ) წიგნის გამოქვეყნებაში გაწეული ფინანსური და მხარდა- ჭერისათვის, რის გარეშე გაჭირდებოდა ამ წიგნის ამ სახით გამოქვეყნება.